ყოფილი ელჩი საფრანგეთში: საჭიროა კრემლის "ანტიოკუპაციური გზავნილით ოკუპირება"
საზოგადოება - 17:53, 05 Mar, 2013     1106

"კრემლის დარბაზში ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერისა ანსამბლის კონცერტის საკითხი მხოლოდ კულტურულ ასპექტში ვერ განიხილება - მოსკოვში "ერისიონი" ხომ ახალი, "რუსეთთან დათბობის პოლიტიკის" ფარგლებში მიდის, სხვანაირად ეს არ მოხდებოდა. რახან ეს ღონისძიება მაინც გაიმართება, ღირსების საკითხის გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია სიმბოლიზმი და მთავარი მესიჯის გამოხატვის ფორმა.

 

სწორედ ამიტომ ამ პოლიტიკის ჩამომყალიბებლებმა ან თვით შემსრულებლებმა ოკუპაციის თემაზე, როგორც მინიმუმ, მკაფიო გზავნილიც უნდა შემოგვთავაზონ, უფრო სწორად რუსეთის საზოგადოებასა და მაყურებელს შესთავაზონ - ინტერვიუები ოკუპაციის თემაზე, პრესკონფერენცია მედიისთვის, გავრცელებული პროგრამები, რეპერტუარი თუ სხვა.

 

მოკლედ, საჭიროა ღირსების დაცვა ანუ კრემლის ჩვენი, "ანტიოკუპაციური გზავნილით ოკუპირება", წინააღმდეგ შემთხვევაში სწორადაც იფიქრებენ, რომ "გრუზინი ნამ იშო სტანცუიუტ" და ამის მეტი სათქმელი მათთვის არაფერი გვაქვს. შედეგად, კიდევ ერთხელ დავმარცხდებით პოლიტიკურად და კულტურულადაც.

 

ერთი მაგალითი მახსენდება: ნაცისტური ოკუპაციის პერიოდი ედიტ პიაფისთვის ერთერთი ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა მის შემოქმედებაში. ის წერდა ახალ სიმღერებს (La Vie en Rose) და მართავდა კონცერტებს, მათ შორის არაოკუპირებულ საფრანგეთში. ის იძულებული იყო ემღერა ნაცისტებისთვის პარიზულ ღონისძიებებზე, მაგრამ თავისებურად ეწინააღმდეგებოდა ოკუპანტებს - ფრანგული დროშით სცენაზე 1943 და 1944 წლებში ორჯერ იმღერა ბერლინში, მათ შორის საფრანგეთის ერთიანობისა და ბრძოლის ემბლემატური სიმღერა Fanion de la Légion; ასრულებდა გერმანიის ბანაკებში პატიმრებისა და ძალით დასაქმებულთათვის; წერდა ორმაგი მნიშვნელობის სიმღერებს; ეხმარებოდა და აპარებდა ებრაელებს და ა.შ.", - წერს საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42