სანკტ-პეტერბურგში, "სუხიშვილების" კონცერტზე ბილეთები ტელეფონით იჯავშნება
საზოგადოება - 17:26, 05 Mar, 2013     2818


ეკიზაშვილის კომენტარი სხვა მედიასაშუალებებთან ერთად "ნიუპოსტმაც" გაავრცელა, თუმცა, გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ "სუხიშვილების" კონცერტი 3 აპრილს სანკტ-პეტერბურგშია დაგეგმილი და ბილეთებიც იყიდება.

 

ამასთან, ბილეთების დაჯავშნა კონცერტზე სატელეფონო ზარითაც შესაძლებელია: "ნიუპოსტმა" ერთ-ერთ რუსულ პორტალზე მითითებულ სერვისზე დარეკა(0078123808050-ზარი განხორციელდა ფიქსირებული ტელეფონიდან), სადაც მას დაუდასტურეს, რომ "ოკტიაბრსკის" დიდ საკონცერტო დარბაზში "სუხიშვილების" კონცერტზე ბილეთები ნამდვილად იყიდება და დაგეგმილი კონცერტი არ გადადებულა. ამავე დროს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა პლაკატი, რომელზეც ცხადად ჩანს "სუხიშვილების" კონცერტის ანონსი. პლაკატის მიხედვით, კონცერტი რუსეთში საქართველოს კულტურისა და ხელოვნების ფონდის მხარდაჭერით ტარდება.

 

პორტალზე, სადაც გავრცელებული იყო ინფორმაცია "სუხიშვილების" კონცერტის შესახებ, აღნიშნულია, რომ "სანკტ-პეტერბურგი პირველი ქალაქია რუსეთში, რომელიც 2005 წლის შემდეგ პირველად უმასპინძლებს ქართული ბალეტის სახელმწიფო ანსამბლს. სანკტ-პეტერბურგი ამაყობს შესაძლებლობით, შეხვდეს ქართველებს რუსეთ-საქართველოს თხუთმეტწლიანი, არცთუ მეზობლური ურთიერთობის შემდეგ".

 

კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში "ნიუპოსტს" უთხრეს, რომ ერთდღიანი კონცერტი სანკტ-პეტერბურგში "სუხიშვილების" მხრიდან დაგეგმილია, თუმცა, ხაზი გაუსვეს, რომ ამ კონცერტთან საქართველოს კულტურის სამინისტროს შეხება არა აქვს.

 

ამ ინფორმაციის შეტყობის შემდეგ "ნიუპოსტმა" ხელახლა სცადა დაკავშირება "სუხიშვილებთან", თუმცა კონტაქტზე გასვლა ვერ მოახერხა.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42