ზოგჯერ ძალიან ბევრის თქმა ძალიან ცოტა სიტყვებით არის შესაძლებელი, ამის დასტურად რამდენიმე სიტყვიან მოთხრობებს გთავაზობთ:
“იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი. უხმარი.“- ერნესტ ჰემინგუეი
“დედამიწაზე უკანასკნელი ადამიანი იჯდა ოთახში მარტო. კარზე დააკაკუნეს.“- ფრედერიკ ბრაუნი
“დედამიწაზე უკანასკნელი ადამიანი იჯდა ოთახში მარტო. კარს ბოქლომი ედო.”- რონ სმიტი.
„დიდხანს ველოდი, მივიღე ჯანდაბა“- მარგარეტ ეტვუდი
„მძღოლმა სიგარეტს მოუკიდა და ავზისკენ დაიხარა, რათა შეემოწმებინა რამდენი დარჩენოდა ბენზინი. გარდაცვლილი 23 წლის იყო.“- ო . ჰენრი
ინგლისში ყველაზე მოკლე მოთხრობების კონკურსში, სადაც მოთხოვნა იყო, რომ გამოყენებული უნდა ყოფილიყო სიტყვები: რელიგია, სექსი, საიდუმლო.) გამარჯვებული შემდეგი მოკლე მოთხრობა გახდა “ღმერთო ჩემო, ფეხმძიმედ ვარ; ნეტავ ვისგან.“
ყველაზე პატარა ავტობიოგრაფიის კონკურსში კი გაიმარჯვა მოხუცმა ფრანგმა ქალბატონმა მოთხრობით: „ადრე მქონდა გლუვი კანი და დაჭმუჭნული ქვედაბოლო, ახლა კი პირიქით“.
ასევე ემოციური და მრავლისმთქმელია შემდეგი ერთწინადადებიანი მოთხრობებიც:
„ უცნობები. მეგობრები. საუკეთესო მეგობრები. საყვარლები. უცნობები.“
“ნომერი შეგეშალათ”, – უპასუხა ნაცნობმა ხმამ.“
„ მგზავრებო, ახლა თქვენ კაპიტანი არ გელაპარაკებათ.“
„ ვყიდი პარაშუტს: არასოდეს გახსნილა, ცოტა დალაქავებულია.“
„ ეს ჩვენი ოქროს ქორწილია. სუფრა ერთზეა.“
„ სახლში ვარდები მივიტანე. გასაღები აღარ მოერგო.“
„დამტვრეულ საქარე მინაზე ეწერა “ახალდაქორწინებულები”.“
„ ჩვენი საძინებელი. ორი ადამიანის ხმა. ვაკაკუნებ.“
„ გადავხტი. მერე კი გადავიფიქრე.“
„ ბოდიში, ჯარისკაცო, ფეხსაცმელი მხოლოდ წყვილად იყიდება.“
„ საწოვარიანი ბოთლით აჭმევს საკუთარი ცოლი მკვლელს.“
მასალის გამოყენების პირობები






