ჩვენი უპირველესი მოწოდება ისრაელის განადგურებაა - ირანის პარლამენტის სპიკერის მრჩეველი
მსოფლიო - 13:06, 26 Aug, 2015     2666
ირანული საინფორმაციო სააგენტო "ფარსნიუსის" ცნობით, ირანის პარლამენტის სპიკერის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ჰოსეინ შეიხოლესლამმა განაცხადა, რომ ისრაელის მიმართ მათი პოზიცია უცვლელია და ირანის პრიორიტეტი, ისრაელის განადგურებაა.

"ჩვენი პოზიცია უზურპატორი სიონისტური რეჟიმის წინააღმდეგ არ შეცვლილა. ჩვენი უპირველესი მოწოდება ისრაელის განადგურებაა" – ასე გამოეხმაურა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფილლიპ ჰამონდის შენიშვნას შეიხოლესლამი.

ჰამონდმა, თეირანში ბრიტანეთის საელჩოს გახსნისას განაცხადა, რომ ირანის ამჟამინდელმა მთავრობამ უფრო დეტალური მიდგომა განახორციელა ისრაელთან გრძელვადიანი კონფლიქტთან დაკავშირებით, ვიდრე მისმა წინამოორბედმა და დასძინა, რომ თეირანი მისი ქმედებებით შეფასდება და არა სიტყვებით.

შეიხოლესლამი ელჩის იმ მოსაზრებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც წარსულში მომხდარი უთანხმოება დავიწყებას უნდა მიეცეს.
„თეირანი არასოდეს დაივიწყებს წარსულს და ბრიტანეთის კოლონიალისტურ ქმედებებსაც“ - აღნიშნა ირანელმა მაღალჩინოსანმა.

ირანსა და ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2011 წლის ნოემბერში დასავლეთის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში შეწყდა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო და თეირანში საკუთარი საელჩო გახსნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42