მაიამის სპორტდარბაზში სუპერმოდელის, ადრიანა ლიმას რეგულარული ვარჯიში საერთაშორისო სკანდალში გადაიზარდა. ჰანტელებით მოვარჯიშე ლიმას მამაკაცმა სელფის გადაღება სთხოვა, რაზეც „ვიქტორიას ანგელოზი“ უპრობლემოდ დათანხმდა. შემდეგ კი უცნობის მიერ ნათქვამი ფრაზა და თითების კომბინაცია გაიმეორა.
იმავე დღეს, ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს სოციალური ქსელების მომხმარებლების აღშფოთება და მოდელის კრიტიკა მოყვა. გაირკვა, რომ მომღიმარმა ლიმა თურქული ტერორისტული ორგანიზაცია „რუხი მგლები - ბოზკურტის“ სახელწოდებასა და მათი სიმბოლოს დემონტრირებას აკეთებს.
ულტრანაციონალური ორგანიზაცია, რომელიც 1960 წელს თურქეთში დაარსდა, სხვადასხვა დანაშაულთან ერთან რომის პაპის, იოანე პავლე მეორეს მოკლვასაც გეგმავდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ლიმას კომენტარი არ გაუკეთებია. მოდელის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, „ვიქტორიას ანგელოზი“ შეცდომაში შეიყვანეს, რის გამოც ძალიან აღშფოთებულია.
მასალის გამოყენების პირობები






