რა ინფორმაციას აწვდის თმა ქვეცნობიერს და რატომ არ უნდა გქონდეთ ბინაში რამდენიმე ცოცხი
ეს საინტერესოა - 15:26, 25 Aug, 2015     15610
საკუთარი ცხოვრების მართვა ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, ანუ, შეგვიძლია, ჩვენი ცხოვრება უფრო სასიამოვნო, მრავალფეროვანი, სახალისო და წარმატებული გავხადოთ და ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ. მაგალითად, თუ იცით, რატომ არ არის რეკომენდებული ბინაში ორი ცოცხის ქონა და რაზე აისახება ის ცუდად, ერთი აუცილებლად უნდა გადააგდოთ; ან, კარგად მოვლილი თმით ბევრი რომ იწონებს თავს, ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ მასში იმალება ის საიდუმლო, რაც ჩვენს ფარულ ზრახვებს გასცემს. ქალბატონი მანანა, ამ საკითხებში კარგადაა გარკვეული და მიიჩნევს, რომ საჭიროა იმ ელემენტარული წესების გათვალისწინება, რასაც ეზოთერიკოსები გვირჩევენ.

მანანა: ყოველთვის მიხარია, როცა ჩემს გამოცდილებას სხვებს გადავცემ და ამით ისინი სასურველ შედეგს აღწევენ – ცხოვრებას უკეთესად იწყობენ და აწმყოთი და მომავლით ხარობენ. ადამიანები ხომ იმ მისიით ვართ მოვლენილნი ამქვეყნად, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ. მიხარია, თუ ჩემი რჩევები თქვენი ჟურნალის მკითხველებს დაეხმარება და ამით მადლიერები იქნებიან. მაგალთად, ბევრმა არ იცის, რომ თმა ბევრ ისეთ ინფორმაციას აწვდის ქვეცნობიერს, რაც რეალურ სამყაროში წარმატებების მიღწევასა და საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში გვეხმარება, ანუ, თმა უხილავი სამყაროდან იღებს ინფორმაციას.

– დაგეთანხმებით, რომ ადამიანის თმას უამრავი ჩვეულება უკავშირდება. ძველად ქალს სწორედ თმის სიგრძითა და მოცულობით აფასებდნენ, მაგრამ ის ბედ-იღბალთანაც თუ იყო კავშირში, ალბათ ბევრმა არ იცის.

– დიახ, ასეა და, მინდა, ისეთი რჩევები მოგაწოდოთ, რაც თქვენს ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის. მაგალითად, უკან გადაწეული, ჩაწნული თმა უფრო მეტად გამოკვეთავდა მისი პატრონის სიჭკვიანეს, სისადავეს, ერთგულებასა და მეოჯახეობას. ამიტომაც იყო, რომ გასულ საუკუნეებში ქალები სწორედ ასეთი ვარცხნილობით აწონებდნენ მამაკაცებს თავს. ადამიანი თმით ამყარებს კავშირს შეუცნობელ, ამოუხსნელ და უხილავ სამყაროსთან, საიდანაც ვიღებთ ინფორმაციას, ვაწვდით ტვინს და ვაღწევთ წარმატებას. თმას შეუძლია სამყაროდან დაიჭიროს და ჩვენს ქვეცნობიერს მიაწოდოს ულტრადაბალი ტალღები, რაც ტვინის ყოველდღიური განვითარებისთვის, უბრალოდ, აუცილებელია. მხოლოდ ჭაღარა თმას უჭირს სამყაროდან ინფორმაციის მიღება და მისი გადაცემა ტვინისთვის. სხვათა შორის, თმის ტიპი – სქელი, თხელი, ხშირი, ხუჭუჭი – დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მიიღება და ნაწილდება ადამიანის ორგანიზმში ენერგია. საერთოდ, კეფაზე ამოსული თმა იღებს ინფორმაციას, შუბლთან ამოსული კი ერთგვარი გადამცემის როლს ასრულებს. თუ კეფაზე თმა გაცვენილი ან მოპარსულია, მაშინ სამყაროდან მოსული ინფორმაცია ადამიანს დამახინჯებულად მიეწოდება. თმის შეჭრისას, ბიოველი, რომელიც მის გარშემოა, საგრძნობლად იცვლება. რაც უფრო მოკლედაა თმა შეჭრილი, მით უფრო უჭირს მას ინფორმაციის გადაცემა.

– თუ თმა იწყებს ცვენას, ამას რაიმე კავშირი აქვს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული ცვლის დარღვევასთან?

– როცა ორგანიზმში ენერგიის ცვლა დარღვეულია, მაშინ არც სამყაროს უხილავი ენერგია მიიღება და იწყება თმის ცვენა. როდესაც თმის გარკვეული ნაწილი ცვივა, ჩათვალეთ, რომ ნელ-ნელა მცირდება სამყაროდან საჭირო ინფორმაციის მიღება. ძველად ათასგვარ საშუალებას ხმარობდნენ, თმის მოსავლელად, მაგალითად, ხორბლის ნახარშს. ამით ცუდ ენერგიას ჩამოირეცხავდნენ თმიდან, რაც მათ იღბალზე დადებითად მოქმედებდა. არა მარტო ხორბლის, არამედ, ჭინჭრისა და მუხის ხის ქერქის ნახარშიც გამოიყენებოდა თმიდან ნეგატიური ენერგიის ჩამოსარეცხად. მუხის ქერქის ნახარშით თავის დაბანა ხსნის დაღლილობას; ხორბლის ნახარში ორგანიზმს უბრუნებს სასიცოცხლო ძალებს, ხოლო, ჭინჭრის ნახარში თმის ღერს ასუფთავებს და წმენდს სამყაროდან მიღებული უსარგებლო ინფორმაციისგან. ზოგადად, მცენარეები ძალიან გვეხმარებიან, ვიყოთ ჯანმრთელები და ბედნიერები. ალბათ, ბევრმა იცის, რომ თითოეულ ადამიანს ჰყავს თავისი მფარველი და მკურნალი ხე. ძველი ხალხი ცდილობდა, რაც შეიძლება ბევრი ხე დაერგო, მათ მოჭრას კი ერიდებოდნენ. ხეებს ადამიანების ბოროტი და ავი ენერგიებისგან დაცვაც შეუძლია. ხესთან ჩახუტებით კი თქვენს ორგანიზმს ჯანმრთელობითა და სიცოცხლით აავსებთ. ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, რომ მრავალწლიან ხეებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ და მათი მოჭრა ადამიანს კატეგორიულად ეკრძალება. ღრმად სწამდათ, რომ ხეებს შეეძლოთ ჯანმრთელობის, ბარაქის, კეთილდღეობისა და დღეგრძელობის საქმეში წარმატების მოტანა; ავადმყოფობისგან განკურნება; გათვალვისა და ჯადოს აცილება და სურვილების ახდენა. საქართველოში ეს ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი – ალბათ, ბევრს გინახავთ ფერად-ფერადი ლენტებით აჭრელებული, ეგრეთ წოდებული „ნატვრის ხეები”. ხოლო, ვინც ასეთ ხეს ცულს დაჰკრავს და დააზიანებს, მას დიდი უბედურება და რისხვა დაატყდება თავს. ასევე, ცოდვად ითვლება ნებისმიერი ბებერი ხის მოჭრა, თუ ის არ არის გამხმარი. აქვე ერთ წესს გასწავლით, რომელიც პირადი ცხოვრების მოწყობაში, კარიერასა და ფინანსური კეთილდღეობის მოპოვებაში დაგეხმარებათ: აიღეთ ნაძვის ტოტი, ზედ ძაფით დაამაგრეთ ფერად-ფერადი ღილები და თან ჩაუთქვით, რისი ახდენა გსურთ. შემდეგ ეს ტოტი ჩამოკიდეთ სახლში, გამოსაჩენ ადგილას, რომ ხშირად შეხედოთ. თუ სიყვარულში გსურთ წარმატება და პირადი ცხოვრების უკეთ აწყობა, მაშინ ნაძვის ტოტზე წითელი ღილები დაამაგრეთ; თუ კარიერაში გსურთ წინსვლა – იისფერი, ფინანსური შემოსავლების ზრდისთვის კი ოქროსფერი ღილები გამოგადგებათ. ასევე, უმჯობესია, ისინი კენტი იყოს. თუ სამივე სფეროში გსურთ, წინ გადადგათ ნაბიჯი, მაშინ ტოტზე თანაბარი რაოდენობის ფერადი ღილები დაამაგრეთ.

– ქალბატონო მანანა, გამიგია, რომ ოჯახში არ შეიძლება რამდენიმე ცოცხის ქონა. ეს რაიმე კავშირშია ეზოთერიკულ კანონებთან?

– ცოცხს დიდი მაგიური დატვირთვა აქვს და ოჯახისთვის ბედნიერება და იღბალი მოაქვს. არ არის რეკომენდებული ბინაში ორი ცოცხი გქონდეთ – ეს ცუდად აისახება ბედზე და, არ არის გამორიცხული, საყვარელმა ადამიანმა ღალატით დაგწყვიტოთ გული. გარდა ამისა, ცოცხი უნდა შეინახოთ ტარით ქვევით; არასასიამოვნო სტუმრის წასვლის შემდეგ კი აუცილებლად სველი ცოცხით უნდა გამოგავოთ ოთახი, რათა ის ენერგია, რომელიც მან საცხოვრებელში დატოვა, ადვილად გაანეიტრალოთ და გარეთ გაიტანოთ.

წყარო: tbiliselebi.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42