"ასეთ რძალს დაიტოვებს ვინმე? მე მაქვს ყველა ფაქტი"- დაპირისპირება ზუგდიდის სასამართლოსთან (ვიდეო)
სამართალი - 18:57, 24 Aug, 2015     23251
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან გამართულ სოლიდარობის აქციაზე, სადაც ქალთა მოძრაობის წევრებმა თანადგომა გამოუცხადეს მარიამ ხოჯავას, ცემასა და გაუპატიურებაში ბრალდებული დავით ჟორჟოლიანის ყოფილ ცოლს, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ბრალდებულის ნათესავებმა გააპროტესტეს ის მიზეზი, რის გამოც დღეს, 24 აგვისტოს ქალთა მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ. ადგილზე სამართალდამცველებიც იყვნენ მობილიზებული. ბრალდებულის ნათესავების მხრიდან ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები აქციის მონაწილეთა მისამართით. ბრალდებულის დის, ნესტან ჟორჟოლიანის თქმით, ის თავადაც ეწინააღმდეგება ქალთა მიმართ ძალადობას, თუმცა მისთვის გაუგებარია ის ბრალდებები, რასაც მის ძმას უყენებენ, რადგან როგორც განმარტა, მსგავს ფაქტებს ადგილი არ ქონია.„რაში გვდებენ ბრალს? მე საზოგადოებას ვეკითხები, ასეთ რძალს დაიტოვებს ვინმე? ის ხომ ჩვენ რძლად გვინდოდა. ჩვენგან მის ნაცემი, ჩვენგან ის ძალადობის მსხვერპლი არ ყოფილა. მე მაქვს ყველა ფაქტი, რომელიც მის უღირს ქმედებას დაადასტურებს“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ყოფილი რძალი არ იქალთა მოძრაობის წევრის, ბაია პატარაიას განცხადებით, ისინი დღეს დაზარალებულის, მარიამ ხოჯავას და მისი ოჯახის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომელიც „გახდა ძალადობის მსხვერპლი მისი მეუღლის მხრიდან“. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები საქართველოში არაერთია და ქვეყანაში მნიშვნელოვნად ირღვევა ქალთა უფლებები“.ყონ ქალიშვილი, როცა ის მისმა ძმამ შეირთო ცოლად.


„დღემდე ამ ოჯახზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა და ძალადობა. საქალწულე აპკზე საუბარი, მისი შემოწმება, იქნება ის საძინებელში თუ იქნება ის ექსპერტიზის ბიუროში, არის ძალადობა ქალზე, ეს არის შეურაცხყოფა ქალის“.

ამავე მოძრაობის წევრის, ნინო დანელიას განმარტებით, ქვეყანაში არ არსებობს სქესობრივი განათლება, რაც არაერთი მსგავსი პრობლემის გამომწვევი მიზეზია. დღვანდელი აქციით კი სურთ პრევენცია მოახდინონ მსგავსი ფაქტების:

„ჩვენ გვინდა პრევენცია მოვახდინოთ იმის, რაც ხდება საქართველოში. როცა ძალადობენ ქალზე, როცა ცდილობენ აკონტროლენ ის, როცა უმოწმებენ ქალიშვილია თუ არა, როცა არ ჯერათ მისი. მე ვფიქრობ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გაუნათლებლობის ბრალი და თუ ქალებს და კაცებს სკოლის ასაკში მოამზადებენ სექსუალური განათლებისთვუის, მსგავსი ტიპის პრობლემები ნაკლები იქნება“.

დავით ჟორჟოლიანს ზუგდიდის სასამართლომ აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ყოფილი ცოლის ცემის და გაუპატიურების ბრალდების გამო. სასამართლო სხდომები დაზარალებული მხარის მოთხოვნით დახურულია. დავით ჟორჟოლიანის მიმართ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის 121-ე (ძალადობა) და 138-ე მუხლებით (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება გაუკუღმართებული ფორმით) არის აღძრული და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ბრალდებულის ნათესავების მტკიცებით, დავით ჟორჟოლიანი უდანაშაულოა და რეალურად ქალის შურისძიების მსხვერპლია. ბრალდებულის დის, ნესტან ჟორჟოლიანის განცხადებით, ძმა ცოლს შერთვიდან მალევე გაშორდა, „მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ ქალიშვილი არ იყო“.






წყარო www.livepress.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42