"მიუხედავად რუსეთის ეკონომიკური პრობლემებისა და რუბლის დევალვაციის გამო გამავალი ტურიზმის შემცირებისა, რუს ტურისტებში საქართველოში შვებულების გატარების მსურველთა რიცხვი იზრდება. თბილისის მოსახლეობა სიცხისგან დამალვას ქალაქიდან გასვლით ცდილობს, თუმცა საქართველოს დედაქალის ცენტრალური ქუჩები ტურისტებით არის სავსე, რომელთა ცნობა ზურგჩანთებითა და ფერადი შორტებით შეგიძლიათ. ღვინისა და სუვენირების მაღაზიაში, კაფეებში კი რუსული საუბრები ისმის - ამ წელს, საქართველოში რუსების ვიზიტის მაჩვენებელი რეკორდულს აღწევს“ - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის თანახმად, მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის განმავლოიბაში საქართველოს თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ეწვია, რაც გასულ წელთან შედარებით 12%-ით მაღალია.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობით, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის შემდეგ, რუსეთი მეოთხე ადგილს იკავებს.
მასალის გამოყენების პირობები






