მსოფლიოს ყავის დეფიციტი ემუქრება
ეს საინტერესოა - 21:42, 22 Aug, 2015     6322
მეცნიერების აზრით, გვალვა, წყალდიდობა, ეპიდემიები და სხვა გლპბალური კლიმატური მოვლენები დიდ საფრთხეს უქმნის კაცობრიობის უსაყვარლეს სასმელს - ყავას. ცივილიზაციის ცენტრებში ხშირად გლოვბალური კატასტროფები შორეულ და ჩვენთვის არასახიფათო მოვლენებად გვეჩვენება, მაგრამ საკმარისია რამოდენიმე ატასი კილომეტრით მოვცილდეთ ჩვენს საცხოვრებელ სახლებსა თუ ოფისებს - იქ სადაც სხვადასხვა სახის პროდუქტი, მათ შორის ყავის ხეები იზრდება, ეს მოვლენები საკმაოდ მტკივნეულ ზეგავლენას ახდენს და საფრთხეს უქმნის მოსავალს. ნამდვილი ყავა ხომ იმ რეგიონებში იზრდება, რომელიც ამინდის გლობალურ ცვლილებებისადმი ძალზე მგძნობიარეა.
ავიღოთ მაგალითად ყავის პლანტაციების მფლობელები მექსიკაში. ისინი აცხადებენ, რომ ადრე არასდროს უაცხავთ მსგავსი კოკისპირული წვიმები, რომელთაც წელს დატბორეს მათი პლანტაციები.
"როდესაც ჩვენ პატარები ვიყავით, წვიმები ნაკლები იყო," -აცხადებენ ასაკოვანი ფერმერები, რომელთა მთავარი შემოსავალი ყავის მოყვანაა.
სამწუხაროდ ასეა, იმ რაიონებში, სადაც ადრე სტაბილური და რბილი კლიმატი იყო, რაც ასე უყვარს ყავის ხეებს, ამჟამად ტემპპერატურის მკვეთრი ცვალებადობაა - სიცივე ხელს უშლის ხეების ზრდას, ხოლო სიცხე ახმობს ყავის ხის ნაყოფს მისი მოკრეფამდე დიდი ხნით ადრე.
არარაფერს ვამბობთ ქარიშხლებზე და მეწყერზე, როდესაც ჰექტრობით პლანტაცია მიწის ქვეშ აღმოჩენილა ან ქარიშხალს გაუნადგურებია.
ეს პრობლემები არ შემოიფარგლება მხოლოდ მექსიკით - მსგავსი სიტუაციაა აფრიკაშიც, აზიაშიც და სამხრეთ ამერიკაშიც, სადაც ძირითადად ხარობს ნაყოფი, რისგანაც ჩვენი საყვარელი სასმელი მზადდება. ყავის პლანტაციები იქაც მ,სგავს დღეშია, რაც ჩვენს მიერ აღწერილ მექსიკაში. გლობალური დათბობის ელემენტებს, გვალვას და წყალდიდობებს, მავნე მწერების მომრავლებაც ემატება.

დღეისათვის მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიარდი ჭიქა ყავა ისმევა. თუ სტიქტიური უბედურებები და სხვადასხვა გლობალური პრობლემები კვლავაც გაგრძელდა და მათი გავლენა მოსავალზე კიდევ უფრო ძლიერი გახდა, მსოფლიოში შესაძლოა ყავის დეფიციტი გაჩნდეს.

ყავა, განსაკუთრებით მისი ყველაზე პოპულარული სახეობები არომატული "არაბიკა" და უფრო მაგარი - "რობუსტა" ძალზედ მგძნობიარეა ამინდის მიმართ - მაგალითად ყვავილობის დროს თუ ძლიერი წვიმაა ანდა გვალვა - მთელი მოსავალი 2 დღეში ნადგურდება. მაგალითად ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში 2013 წელს მოსავალი 20%-ით შემცირდა. თუ ასე გაგრძელდა, მეცნიერების ვარაუდით, ყველაზე მეტად დაზარალდება ყავით მდიდარი რეგიონები და ყავის მოსავალი მსოფლიოში 2050 წლისთვის განახევრდება, რაც მისი ფასის ზრდას გამოიწვევს და ეს სასმელი ყველასთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება.

რა უნდა მოიმოქმედოს მსოფლიომ? ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ამ პროცესებში ხელოვნური ჩარევა უარეს შედეგს მოიტანს. ერთერთი ვარიანტია ყავის უფრო დაბალხარისხოვან და ნაკლებად არომატიულ სორტებზე გადასვლა, რომელიც შედარებით კარგად უძლებს ამინდის ცვალებადობას, თუმცა ეს პრობლემას სრულად ვერ მოხსნის.

შესაბამისად, ყველა თანხმდება, რომ კაცობრიობამ უნდა შეწყვიტოს ბუნებაზე მავნე ზემოქმედება, გააუმჯობესოს ეკოლოგიური სიტუაცია... თუმცა, ეს სიტყვები ჯერჯერობით კვლავ სიტყვებად და ცარიელ მოწოდებად რჩება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42