შონ პენმა შარლიზ ტერონთან განშორების შემდეგ ახალი რჩეული იპოვნა
ეს საინტერესოა - 22:28, 21 Aug, 2015     3815
40 წლის შარლიზ ტერონთან განშორების შემდეგ 54 წლის შონ პენს უკვე ახალი რჩეული ჰყავს.

შარლიზ ტერონმა შონ პენთან გაშორების გადაწყვეტილება კანის ფესტივალის შემდეგ მიიღო. იმავე თვეში მედიამ უკვე წერა დაიწყო იმის შესახებ, რომ პენმა რომანი 35 წლის ამერიკელ მსახიობთან, მინკა კელისთან გააჩაღა, აგვისტოს თვეში კი წერდნენ რომ შონ პენი კანადელ მსახიობ 39 წლის ემანუელ ვოჟიეს ხვდება.

მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერდა, რომ ემანუელმა და შონ პენმა დასავლეთ ჰოლივუდში მდებარე რესტორან ”მადეო”-ში რომანტიულ გარემოში ივახშმეს. შონ პენი მთელი საღამო საუბრობდა და ხუმრობდა, ემანუელი კი მის ხუმრობებზე გულიანად იცინოდა.

ამ ინფორმაციის პარალელურად პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ შარლიზ ტერონი ყოფილ საქმროს სასამართლოში უჩივის და მას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შონ პენთან განშორების ინიციატორი სწორედ შარლიზ ტერონი იყო და იმის გათვალისწინებით, რომ პრესაში არაერთხელ ყოფილა საუბარი პარტნიორი ქალების მიმართ შონ პენის აგრესიულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, შესაძლოა ჰოლივუდელი წყვილის განშორების მიზეზი მართლაც ოჯახური ძალადობა გახდა.

გახდება თუ არა შონ პენის და კანადელი მსახიობის რომანტიულ ვახშამი ახალი ურთიერთობის დასაწყისი ჯერ უცნობია, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შონ პენთან რომანტიულად დაწყებული ურთიერთობის მშვიდობიანად გაგრძელება ვერ შეძლეს ისეთმა ცნობილმა ლამაზმანებმა, როგორიც სკარლეტ იოჰანსონი და შარლიზ ტერონი არიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42