თბილისის სასამართლომ გაყინულ ემბრიონზე მოსარჩელე ქალის უფლება აღიარა
სამართალი - 17:04, 21 Aug, 2015     2750
თბილისის საქალაქო სასამართლოს, გაყინულ ემბრიონზე მოსარჩელე ქალის უფლება აღიარა, ამასთან დაკავშირებით სასამართლო განცხადებას ავრცელებს:"სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღიარა მოსარჩელე ლ.გ-ს უფლება მისი კვერცხუჯრედით შექმნილ ემბრიონზე და მოიპოვა მისი განკარგვის უფლება.წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით ლ.გ-მ მიუთითა, რომ მოპასუხე ი.ჩ-სთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2010 წლიდან. ქორწინების განმავლობაში, ლ.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ, მოპასუხის ინიციატივით, წყვილმა მიმართა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას ინ-ვიტრო განაყოფიერებისათვის, სუროგატი დედის მეშვეობით. შედეგად, მოხერხდა ორივე მშობლის ბიოლოგიური მასალით შექმნილიყო 1 ემბრიონი, რომელიც სუროგატი დედის ორსულობისათვის მოსამზადებელი პერიოდის გავლამდე, გაყინეს. ქორწინებაში ყოფნის განმავლობაში წყვილს შორის არსებული უთანხმოება გამწვავდა და მოპასუხე ი.ჩ-მ უარი თქვა საერთო ემბრიონის სუროგატის სხეულში გადატანაზე. მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა საერთო ემბრიონზე მისი უფლების აღიარებისა და სუროგატის სხეულში გადატანის, სუროგატთან ხელშეკრულების დადებისა და სუროგატისა და კლინიკის შერჩევის ი.ჩ-ს თანხმობის გარეშე განხორციელების უფლების მოპოვებისათვის. მოპასუხე, წარმოდგენილი შესაგებელით არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ განიხილა საქმეში წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ არსებობდა დავა 2 იდენტურ უფლებას შორის - გახდე ან არ გახდე მშობელი. თითოეული მათგანი თავისი მნიშვნელობიდან და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ადამიანის არჩევანის თავისუფლების მნიშნელოვანი კომპონენტია. შესაბამისად, არჩევანის გაკეთებისას უნდა შეფასდეს ის კონტექსტი რის გამოც ეს უფლებები უწევენ ერთმანეთს კონკურენციას. სასამართლომ მიუთითა, რომ ბუნებრივი ჩასახვის პირობებშიც, შესაძლოა ამ უფლებათა კოლიზიის საკითხი დადგეს, რა დროსაც კანონმდებლობა ემბრიონის ბედს დედის დისკრეციის სფეროში აქცევს. შესაბამისად, კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც მამაკაცის პირადი ცხოვრების ასპექტი ქალისა თუ ემბრიონის უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებით გარკვეულწილად იზღუდება. ამასთან, მოსარჩელე ლ.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სადავო ემბრიონი წარმოადგენს მის ერთადერთ შანსს გახდეს დედა და იყოლიოს გენეტიკური შვილი. ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნები და აღიარა მისი უფლება გაყინულ ემბრიონზე, მისცა შესაძლებლობა მოპასუხე ი.ჩ-ს თანხმობის გარეშე განახორციელოს ემბრიონის სუროგატის სხეულში გადატანა, სუროგატთან ხელშეკრულების დადება, სუროგატისა და კლინიკის შერჩევა. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით."- ნათქვამია განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42