"რუსთავი 2"-მა რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში ქიბარ ხალვაშის სარჩელის შესაგებელი შეიტანა.
"სარჩელში 2 მომენტია დაყენებული, ეს არის ლოგოს ავტორობაზე, ამჟამინდელი ლოგო, რომელზეც აპელირებს ხალვაში არის "რუსთავი 2"-ის საკუთრება და არა ქიბარ ხალვაშის მიერ შექმნილი და მეორე ნაწილი რაც შეეხება საერთაშორისო პროექტების ავტორობას, ამასთან დაკავშირებით დაყენებული გვაქვს არასათანადო მოპასუხედ ცნობის საკითხი, ვინაიდან აღნიშნული პროექტები არ არის "რუსთავი 2"-ის საავტორო უფლებების ობიექტი, არის საერთაშორისო პროექტები და მითითებული გვაქვს ეს კომპანიები და შესაბამისად "რუსთავი 2" საერთოდ არ უნდა იყოს მოპასუხე,"- განაცხადა რუსთავი 2-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.
"რუსთავი 2"-ის იურისტებს იმედი აქვთ, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და მოსარჩელის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
მასალის გამოყენების პირობები






