ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება შუალედური არჩევნების ბოიკოტის შესახებ
პოზიცია - 23:12, 19 Aug, 2015     6581
საქართველოს ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ შუალედური არჩევნების ბოიკოტის შესახებ, რომელსაც 11 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს. ,,ნიუპოსტი“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,წლების მანძილზე საქართველოში მწვავე საკითხს წარმოადგენდა საარჩევნო რეფორმის გატარება, რომელიც მისაღები იქნებოდა პოლიტიკური სპექტრისა და ფართო საზოგადოებისთვის. ამ მიზეზის გამო არაერთი არჩევნების ლეგიტიმურობა არაერთხელ დამდგარა ეჭვქვეშ, რაც უდაოდ შემაფერხებელი გარემოებაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.

დვევანდელი ხელისუფლება, როდესაც თავად წარმოადგენდა ოპოზიციას ამ დოკუმენტის ხელმომწერ პარტიებთან ერთად დაპირებას იძლეოდა რომ გატარდებოდა ფართომასშტაბიანი საარჩევნო რეფორმა. 2010 წელს 8 ოპოზიციურმა პარტიამ მოამზადა და გამოაქვეყნა საარჩევნო კოდექსის ერთობლივი პროექტი, რომელსაც ხელს აწერდნენ დღევანდელი მმართველი კოალიციის წევრი პარტიებიც. სამწუხაროდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დაივიწყა საკუთარი პროექტი და ბოლომდე უგულებელყო მისი პრინციპები, მ.შ: საარჩევნო სისტემის რეფორმა, საარჩევნო ადმინისტრაციის პარიტეტი, ამომრჩეველთა ბიომეტრიული სიები, საარჩევნო არბიტრაჟი და სხვ.

2015 წლის გაზაფხულზე ხელისუფლებამ უპასუხოდ დატოვა ქვეყნის ყველა ოპოზიციური (საპარლამენტო და არასაპარლამენტო) პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტი საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ. რეალურად 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ მივიღეთ არა საარჩევნო რეფორმა არამედ კიდევ უფრო ანტიდემოკრატიული საარჩევნო გარემო.

მიგვაჩნია, რომ ამ პირობებში არანაირი აზრი არა აქვს 2015 წლის ოქტომბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას (მარტვილის და საგარეჯოს ოლქებში) და ზემოთქმულიდან გამომდინარე:

• ბოიკოტს ვუცხადებთ პარლამენტის შუალედურ არჩევნებს. მოვუწოდებთ ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიას შემოუერთდეს წინამდებარე განცხადებას;

მოვუწოდებთ ხელისუფლებას აღდგენილ იქნეს ინტერპარტიული ჯგუფის ტრადიციული, დემოკრატიული ფორმატი: საარჩევნო კოდექსის განხილვაზე მოწვეულ იქნეს ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი პარტია, პროცესის მოდერირება განახორციელოს რომელიმე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და უმოკლეს ვადებში მიღებული იქნეს გადაწყვეტილება მაჟორიტარული სისტემის გაუქმების, საარჩევნო ადმინისტრაციის პარიტეტის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ" - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ახალი მემარჯვენეები

ფიქრია ჩიხრაძე


გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა

ნინო ბურჯანაძე


ევროპელი დემოკრატები

პაატა დავითაია


ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

ბაჩუკი ქარდავა


თავისუფალ საქართველო

კახა კუკავა


ლეიბორისტული პარტია

შალვა ნათელაშვილი


რეფორმატორები

ირაკლი ღლონტი


სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის

ზურაბ ხარატიშვილი


ტრადიციონალისტთა კავშირი

აკაკი ასათიანი


ქრისტიან-დემოკრატიული პარტია

გოჩა ჯოჯუა


ძალოვან ვეტერანთა პოლიტიკური მოძრაობა

გია ბერძენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42