მკვლელობამდე სოსანაშვილი ვაზაგაშვილის პიროვნებით ინტერესდებოდა - ბრალდების მხარის მოწმეები
სამართალი - 17:58, 19 Aug, 2015     2250
დღეს, იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის სასამართლოს პროცესი გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის 7 მოწმე დაიკითხა, მათ შორის გია სოსანაშვილის თანამშრომლები, პოლიციელები, რომლებმაც განაცხადეს, რომ მკვლელობის ჩადენამდე და შემდეგაც სოსანაშვილი ვაზაგაშვილის პიროვნებით და მისი ოჯახის წევრებით ინტერესდებოდა. მოწმეებმა ასევე განაცხადეს, რომ გია სოსანაშვილი იური ვაზაგაშვილის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავდა.

დღევანდელ სხდომაზე ასევე დაიკითხა სამი გენეტიკური ექსპერტი, რომლებმაც განაცხადეს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ბერკეტზე აღმოჩენილია სოსანაშვილის დნმ-ის კვალი.

ბრალდებულის ადვოკატის, სოსო ჯოგლიძის თქმით, მან ექსპერტებს კითხვა დაუსვა, იყო თუ არა შესაძლებელი ბიოლოგიური ნაწილაკების გადატანა. ჯოგლიძის თქმით სამივე ექსპერტმა დაადასტურა, რომ ეს შესაძლებელია. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დნმ-ის ნიმუში აღებულია დაკავებამდე და აფეთქების ადგილას არის გადატანილი.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვას სასამართლო ხვალ, 14:00 საათზე გააგრძელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42