"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ბორდიდან არავინ დაკავშირებია, არ იცოდა, თუ მის გადაყენებას აპირებდნენ და მომხდარის შესახებ ახლობელთა სატელეფონო ზარებიდან შეიტყო. ბარათაშვილის თქმით, ბორდის გადაწყვეტილება უკანონოა: "მე ჩამოვალ თბილისში, გავეცნობი იმ გადაწყვეტილების ტექსტს, რაც ბორდმა მიიღო და საპასუხო განცხადებასაც გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ორი თვის წინ დანიშნული დირექტორის გადაყენება აბსოლუტურად უკანონოა და მოულოდნელი იყო ჩემთვის", - თქვა გიორგი ბარათაშვილმა.
ბარათაშვილის თქმით, თბილისში დაბრუნებას ერთი კვირის შემდეგ აპირებდა, თუმცა სამეურვეო საბჭოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ მისი გეგმები შეცვალა: "ვნახოთ, ბილეთის შოვნას როგორ მოვახერხებ, სულ სხვა მიმართულებით ვაპირებდი გამგზავრებას, მაგრამ მობრუნება მომიწევს", - თქვა საზმაუს ყოფილმა გენდირექტორმა.
მასალის გამოყენების პირობები






