სწავლებაში ჩართულნი არიან ბულგარეთის,საფრანგეთის,გერმენიის, საბერძნეთის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, პორტუგალიის, ესპანეთის , დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მედესანტეები. წვრთნები კი გერმენიის , იტალიის , ბულგარეთის და რუმინეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა 18 აგვისტოს განაცხადეს, რომ , მეკავშირეებმა მასშტაბური წვრთნები მას შემდეგ დაიწყეს,, რაც უკრაინის აღმოსავლეთში პრორუსი ტერორისტების მონაწილეობით საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.
სწავლება 4 კვირის განმავლობაში 13 სექტემბრამდე გაგრძელდება. ის მიმართულია იმისკენ, რომ „მაღალი მზადყოფნის ძალებს“ ერთობლივ ქმედებებში დაეხმაროს და დემონსტრირება გაუკეთის ალიანსის შესაძლებლობებს ევროპის უსაფრთხოების შენარჩუნებისას ძალების განთავსებასა და მართვის საკითხში.
ამერიკელი სამხედროების ცნობით, 26 აგვისტოს ათასი პარაშუტისტი და სამხედრო აღჭურვულობა მეკავშირეების სამხედრო ვერტმფრენებიდან გერმანულ სამხედრო ბაზაზე ხოენფელსში დაეშვება.

მასალის გამოყენების პირობები






