პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ სირთულეების მიუხედავად უკრაინაში ვითარება გაუმჯობესდება და ქვეყანა პოზიტიურად დაიწყებს განვითარებას. რუსეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ უკრაინა რუსეთთან ერთად ააშენებს თავის მომავალს.
,,დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სირთულისდა მიუხედავად, სიტუაცია უკრაინაში მაინც გამოსწორდება და უკრაინა დაიწყებს განვითარებას პოზიტიურად და ჩამოიცილებს ამ სამარცხვინო პრაქტიკას, კერძოდ, ამ დიდი ევროპული ქვეყნის გარე მართვის ქვეშ დაყენებას, რაც გამოიხატება მთავრობისა და რეგიონების საკვანძო პოზიციების უცხოეთის მოქალაქეების მიერ დაკავებით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის დამამცირებელი უკრაინელი ხალხისთვის. ეს მიიღებს თავის დროზე შესაბამის შეფასებას უკრიანელი ხალხის მიერ. უკრაინა დადგება ფეხზე და დაიწყებს პოზიტიურად და რუსეთთან ერთად ააშენებს თავის მომავალს“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






