სამსახურებრივი გულგრილობა: ზღვარი კანონის უზენაესობასა და თვითნებობას შორის
სამართალი - 16:00, 17 Aug, 2015     1768
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, სხვა სამოხელეო დანაშაულებთან ერთად აწესებს სასჯელს სამსახურებრივი გულგრილობისათვის, რაც ნიშნავს თანამდებობის პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ისეთ დაუდევრობას, რამაც პირთა უფლებების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

რეფორმატორთა კლუბს მიაჩნია, რომ სამსახურებრივი გულგრილობის ამგვარი ფორმულირება იძლევა მისი არაერთგვაროვანი განმარტების საშუალებას, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონის უზენაესობისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგად პრინციპებთან.

საზოგადოების ყურადღებას მივაპყრობთ რამდენიმე პრობლემურ საკითხს:

- სუბიექტურობა

უმეტეს შემთხვევაში გამომძიებლები და პროკურორები ვერ ან შეგნებულად არ ასხვავებენ ერთმანეთისაგან სამსახურებრივ გულგრილობასა და დისციპლინურ გადაცდომას. ორივე შემთხვევაში საჯარო მოსამსახურე გულგრილად ეკიდება მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რომლის შედეგიც შეიძლება ყოველთვის შეფასდეს ან არ შეფასდეს როგორც პირთა უფლებებისა თუ სახელმწიფოს ინტერესების არსებით დარღვევად. მაგალითად, პასუხისმგებელი პირის მექანიკური შეცდომის შედეგად, პენსიონერს არ ჩაერიცხა საპენსიო თანხა დათქმულ დღეს. მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითი შედეგი გამოსწორებადია - ჩაერიცხება მომდევნო დღეს და ეს იყო მხოლოდ-და-მხოლოდ მოხელის დაუდევრობის ბრალი, შასაძლებელია მას დაეკისროს დისციპლინური სახდელი - შენიშვნა, საყვედური და სხვ., და ასევე შესაძლებელია მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, იმიტომ, რომ კონკრეტულმა პროკურორმა გადაწყვიტოს, რომ პენსიონერს არსებითად დაერღვა გარანტირებული პენსიის მიღების სოციალური უფლება

- არაეფექტური გამოძიება

სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე წარმოებული გამოძიება აწყდება ორ მთავარ წინააღმდეგობას:

1. მიზეზობრივი კავშირის დაუდგენლობა

ზოგადი იურიდიული პრინციპების თანახმად, თუ სისხლის სამართლის კოდექსი დანაშაულად აცხადებს ისეთ ქმედებას, რასაც შედეგად მოჰყვება რაიმე ტიპის ზიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიებამ უნდა გამორიცხოს ყველა სხვა მიზეზის შესაძლო არსებობა, რომელიც გამოიწვევდა კონკრეტულ უარყოფით შედეგს. ისევ პენსიის ჩარიცხვის მაგალითს რომ დავუბრუნდეთ - თუ თანამდებობის პირს ამხელენ დაუდევრობაში, რამაც გამოიწვია პენსიონერისათვის თანხის დაკავება, გამომძიებელი ვალდებულია გადაამოწმოს ხომ არ არსებობდა ამ შეფერხების რაიმე სხვა მიზეზი - საბანკო მომსახურების გაუმართაობა, კომპიუტერული პროგრამის ხარვეზები, დოკუმენტების გადაგზავნისას სხვა პირთა არასწორი მოქმედება და ა.შ

2. მოხელის მიერ ჩადენილი ქმედების არასწორი და ნაჩქარევი შეფასება

არსებობს მოხელეთა ისეთი კატეგორია, რომელთა სამსახურებრივი მოვალეობები დაკავშირებულია სამეცნიერო-კვლევით, სააღრიცხვო-შეფასებით საქმიანობასთან (ექსპერტები, შესყიდვის სამსახურის თანამშრომლები) და შესაბამისად მათი საეჭვო ქმედებები და მოვალეობათა შესრულების ხარისხიც ასევე მეცნიერულ, კვალიფიციურ შესწავლას მოითხოვს. არსებული პრაქტიკის შესაბამისად კი სამსახურებრივი გულგრილობისათვის თანამდებობის პირის პასუხისგებაში მისაცემად საკმარისია მხოლოდ იმის დადგენა, თუ რა მოვალეობები ეკისრებოდა კონკრეტულ მოხელეს და დამდგარი შედეგი, ან თუნდაც სხვა პირის საჩივარი, რომ იგი დაზარალდა ამ მოხელის დაუდევარი მოქმედებით. გამოძიება არ იწუხებს თავს შეისწავლოს, თუ კონკრეტულად რა მოქმედება უნდა შეესრულებინა მოხელეს და როგორ, რომ სხვას ზიანი არ მიდგომოდა.

მაგალითად, ექსპერტს ამხელენ სამსახურებრივ გულგრილობაში, რაც გამოიხატა ექსპერტიზის არასწორ ჩატარებაში და შედეგად სახელმწიფოს მიადგა არსებითი ზიანი - ვერ გაიხსნა დანაშაული, არამიზნობრივად დაიხარჯა სახელწიფო ბიუჯეტი და სხვ. გამომძიებელი და პროკურორი ვალდებული არიან იგივე საკითხზე დანიშნონ განმეორებითი ექსპერტიზა და მისი შედეგების გათვალისწინებით იმსჯელონ, რამდენად სწორად იმოქმედა ექსპერტმა, რომლის მიმართაც არსებობს ეჭვები.

სამსახურებრივი გულგრილობის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციების თავიდან აცილების მიზნით, რეფორმატორთა კლუბი რეკომენდაციით მიმართავს ხელისუფლებას, არსებული პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე, სამსახურებრივი გულგრილობის მუხლში განახორციელოს ისეთი სახის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დააკონკრეტებს პირთა უფლებების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების არსებითი დარღვევის კრიტერიუმებს.

ჩვენი რეკომენდაციის გათვალისწინების შედეგად

- ერთმანეთისაგან გაიმიჯნება სამსახურებრივი გულგრილობისა და დისციპლინური გადაცდომის ცნებები, რაც უზრუნველყოფს კანონიერი და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას

- გამოირიცხება სხვადასხვა უკანონო მოტივებით თანამდებობის პირთა მიმართ თვითნებური სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება

ირაკლი კობიძე

,,რეფორმატორთა კლუბი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42