დღეს ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე ბრალდების ოთხი მოწმე დაიკითხა. როგორც დაცვის მხარის ადვოკატი დავით ხაჟალია აცხადებს, დღეს ბრალდების მხარისთვის რაიმე სასარგებლო და ბრალის დამადასტურებელი გარემოებები არ გამოკვეთილა. „დღეს ბრალდების მხარისთვის რაიმე სასარგებლო და ობიექტურად ბრალის დამადასტურებელი გარემოებები არ დადგენილა. ერთადერთი მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ლევან ბეროძის დაზიანებასთან დაკავშირებით დაიკითხნენ ექპერტები და მათი დაკითხვით დაგდინდა, რომ ბეროძეს დაზიანება მიადგა მაშინ, ანუ სპეცოპერაციის ჩატარების დღეს, თუმცა აქ სადავოა დაზიანების ხარისხი. ჩვენი კითხვებით და მოსამართლის დაკითხვებით გაირკვა, რომ დაჟეჟილობა და შესიება შესაძლებელია განვითარდეს რაიმე მექანიკური ბლაგვი საგნის მოქმედებით. და დაზიანების ხარისხი იქნება თუ არ იქნება, ამას არსებითი მნიშვნელობა, იმ ფაქტისთვის მოხდა თუ არა ბეროძეზე ავტომანქანის შეჯახება არსებითი მნიშვნელობა არა აქვს“ - აცხადებს ადვოკატი.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე, დღეს სასამართლო პროცესი, რომელიც 12:00 საათისთვის იყო ჩანიშნული 15:00 საათზე გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა ყოფილი სპეცრაზმელები, გაათავისუფლონ. შუამდგომლობის საკითხს ადვოკატები დააყენებენ, თუმცა უცნობია პროკურატურა დაეთანხმება თუ არა და გაიზიარებს თუ არა მოსამართლე აღნიშნულ შუამდგომლობას.
შეგახსენებთ, რომ ამავე საქმეზე 4 მაღალჩნისნის პროცესი დღეს 11 საათზე გაიმართა, სადაც ექსპერტებიც დაიკითხნენ.
ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე განზრახ მკვლელობის, განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა ბრალდებებით 11 პირია დაკავებული. მათ შორის არიან პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები და სპეცრაზმელები.
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე ერთად განხილება, დანარჩენი 7 რიგითი სპეცრაზმელის საქმე კი - ცალკე.