10 ნახვრეტი სულში, საიდანაც მთელ სასიცოცხლო ენერგიას ვკარგავთ
ეს საინტერესოა - 11:57, 16 Mar, 2018     19624
აღმოსავლურ მედიცინაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო ფიზიკურ არამედ სულიერ სიჯანსაღეს. მეტიც, ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ნებისმიერი დაავადება ჩვენს ფსიქიკაში იღებს სათავეს და თუ იქედან არ მოხდა განკურნება, ფიზიკურ დონეზე ვერაფრით მოახერხებთ. ყოველი ჩვენგანი ენერგიის უზარმაზარ მარაგს ფლობს, უბრალოდ ზოგჯერ სულზე ნახვრეტები ჩნდება და მთელი სასიცოცხლო ძალა გვეკარგება. აი, 10 მათგანი:


1. დაუმთავრებელი საქმეები

ყოველთვის, როდესაც რაღაცას ხელს ჰკიდებთ და ბოლომდე არ მიგყავთ, მხოლოდ მატერიალურ რესურსს არ კარგავთ. ფსიქიკაში, როგორც კომპიუტერში გაუცნობიერებლად რჩება გაშვებული პროცესი და ჩვენგან დამოუკიდებლად აგრძელებს რესურსის ჭამას.

ნურავის დაჰპირდებით იმას, რის შესრულებაც არ შეგიძლიათ, თუ დაჰპირდებით შეასრულეთ. სანამ რამეს დაიწყებდეთ, გათვალეთ გყოფნით თუ არა რესურსი და თუ დაიწყეთ, არ მიატოვოთ, ეცადეთ ბოლომდე მიიყვანოთ.

2. საკუთარი თავის და სხვების მოტყუება

როცა ადამიანი იტყუება, უამრავ ენერგიას ხარჯავს გამოგონილი იმიჯის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, ყელისა და გულის ჩაკრებს შორის კავშირი წყდება და ენერგია იკეტება.

ერიდეთ თვალთმაქცობას, თავის მოტყუებას და სხვებისთვის თავის იმად გასაღებას, რაც არ ხართ სინამდვილეში.

3. წყენა, გულში ჩახვევა, საკუთარ თავში ჩაკეტვა/ იზოლაცია

ადამიანი ღია ენერგეტიკული სისტემაა. თუკი საკუთარი თავის იზოლირებას მოვახდენთ, დავსუსტდებით. აი, ზუსტად ისე, როგორც ქალაქის ბლოკადის დროს. ფიზიკური, ეკნომიკური, ან თუნდაც ინფორმაციული იზოლაციის დროს – ჩვენ სასიცოცხლო რესურსს ვკარგავთ და ,,კვდომას: ვიწყებთ.

ამოთქვით, რაც გაწუხებთ და აპატიეთ. გულში ნუ ჩაიტოვებთ წყენას. ნუ დაკარგავთ კავშირს ოჯახთან, ფესვებთან, სამშობლოსთან, ახლობლებთან, ნუ დაივიწყებთ წინაპრებს. ნუ გამოეყოფით სოციუმს, მეგობრებს. საკუთარი კულტურული ეგრეგორისგან იზოლაცია ძალიან გაგაღარიბებთ.

4. შიში, უნდობლობა

შიშისა და უნდობლობისგანაც ვიცლებით. უამრავ ენერგეტიკულ რესურსს ვკარგავთ. ორგანიზმი ამ დროს მუდმივად საომარ მდგომარეობაშია, ბრძოლებს აწარმოებს, დაძაბულია… ეს გვფიტავს.

5. ფიზიკური, ემოციური ან ინფორმაციული გადატვირთვა/ ფიზკური აქტივობის ნაკლებობა/ ბუნებასთან კავშირის დაკარგვა

როცა ადამიანი თავს ზემოთ ეძებს ძალებს, არ ისვენებს, ანუ არ აძლევს სხეულს საშუალებას აღიდგინოს ენერგია, იგი იწყებს ენერგიის ხარჯვას საკუთარი სასიცოცხლო ძალების მარაგიდან. ასე ხდება მენტალურ თუ ემეოციურ დონეზე. ნებისმიერი ემოციის თუ ინფორმაციის გადახარშვას სჭირდება ენერგია და ენერგიის აღდგენისთვია აუცილებელია ბუნებასთან კავშირის ქონა.

6. არასაკმარისი/არასწორი ძილი

თუკი არასაკმარისად ან არასწორად გვძინავს, ორგანიზმი ძალების აღდგენას ვერ ახერხებს. მარტივად ვერ ,,ვერ იტენება” და მალე ,,ჯდება”, თანა ის ხომ ცოცხალი ორგანიზმია, ირღვევა ბიორიტმები, იღლება ტვინი და ისევ… სასიცოცხლო ენერგიის მარაგს მიადგება… ხარჯავს და ხარჯავს…

7. არასწორი კვება, ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები… ინტოქსიკაცია

ორგანიზმიდან მომწამლავი ნივთიერებების გამოდევნაზე უამრავი რესურსი იხარჯება. იტვირთება ნერვული სისტემა და იწყება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.

8. შინაგანი დიალოგი

გაგიკვირდებათ და ეს კატასტროფაა. საკუთარ თავთან კამათის დროს, გონებაში წარმოებული დეპატების დროს უამრავი ენერგია იხარჯება და თანაც ამაოდ. თუკი მის შეჩერებას მოახერხებთ, მიხვდებით რამდენს კარგავდით.

9. ავადმყოფობები, ქვეცნობიერში ჩატოვებული ტრავმები, შინაგანი ომები, ენერგოვამპირები

ისინი პარაზიტებივით არიან… გჭამენ.

10. და ბოლოს ყველაზე დიდი ენერგეტიკული ხვრელი საიდანაც მთელი სასიცოცხლო რესურსის გადინება ხდება არის – სექსუალური თავაშვებულობა

სექსის დაბალი კულტურა, მოუწესრიგებელი სექსუალური ცხოვრება, რეგულარული თვითდაკმაყოფილება თქვენი ენერგეტიკული რესურსიდან პირდაპირ ხაპავს რესურსებს. მოუფრთხილდით მას. ნუ გაფლანგავთ. სექსით ენერგიის რეგენერაცია უნდა ხდებოდეს და არა ფრუსტრაცია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42