2015 წლის ყველა რესურსი ამოწურულია - 14 აგვისტოდან მოსახლეობა ჩვენს პლანეტაზე „ვალით“ ცხოვრობს
ეს საინტერესოა - 15:21, 15 Aug, 2015     19344

2015 წლის 14 აგვისტოდან დედამიწის მოსახლეობა ჩვენს პლანეტაზე „ვალით“ ცხოვრობს - The Guardian ამ ინფორმაციას Global Footprint Network-ის მეცნიერთა ჯგუფის მიერ გაკეთებული დასკვნის საფუძველზე აქვეყნებს.

70-იანი წლებიდან Global Footprint Network აწარმოებს დაკვირვებას პლანეტა დედამიწის ეკოსისტემის მიერ ადამიანისათვის წლის განმავლობაში გამოყოფილ რესურსებზე. მათი აზრით, დღეისათვის კაცობრიობა ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტ რესურსს იყენებს, რისი აღდგენაც ბუნებას საკუთარი ძალებით ძალუძს. ისინი აცხადებენ, რომ დედამიწის მოსახლეობამ, სიცოცხლისათვის აუცილებელი 2015 წლის ყველა რესურსი 7 თვესა და 13 დღეში ამოწურა და ეს წელს 6 დღით ადრე მოხდა, ვიდრე წინა 2014 წელს. მეცნიერების აზრით, სამომავლოდ ამ „ვალის გადახდა“ კაცობრიობას ძალიან გაუჭირდება.

რესურსების გამოყენების ნორმას მეცნიერები სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით ითვლიან - მავნე ნივთიერებები, რომელიც ატმოსფეროსა თუ დედამიწის ზედაპირზე ვრცელდება, ტყეების განადგურების ტემპი, ცხოველთა სამყაროსა და თევზების განადგურება და სხვ. შემდეგ ხდება ამ მონაცემის შედარება პლანეტა დედამიწის უნართან, დამოუკიდებელი ძალისხმევის გარეშე გადაამუშავოს ზედმეტი ნახშირწყალბადი თუ სხვა მავნე ნივთიერებები, გაზარდოს ახალი ხეები და შეავსოს ცხოველთა სამყარო.

ექსპერტების გამოთვლით, ამჟამად კაცობრიობა 1,6-ჯერ მეტ რესურსს მოიხმარს, ვიდრე დედამიწას შეუძლია მისცეს ადამიანს, ეკოსისტემისთვის ზიანის მიყენების გარეშე. მათივე თქმით, 15 წელიწადში ეს კოეფიციენტი 2-მდე გაიზრდება. თუმცა, არსებობენ ქვეყნები, მაგალითად დიდი ბრიტანეთი, რომლებიც ამჟამად 3-ჯერ მეტ რესურსს მოიხმარენ.

ზოგიერთი მეცნიერი უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ კაცობრიობამ უკვე იმხელა ზიანი მიაყენა ეკოსისტემას, რომ მისი უკან შემობრუნება შეუძლებელი იქნება. მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ ამაზონის აუზის ტყეები, რომელთაც გლობალური მნიშვნელობა აქვთ, 40 წლის შემდეგ საერთოდ აღარ იარსებებს, ხოლო ეს ფაქტი შეამცირებს მცენარეთა მიერ ზოგადად დედამიწაზე არსებული ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნის შესაძლებლობას და დააჩქარებს დედამიწაზე კლიმატური პირობების გაუარესებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42