ბაჩო ახალაიას საქმეებს უამრავი დარღვევა დაემატა
სამართალი - 16:28, 04 Mar, 2013     715


,,აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის დაყენების შესახებ დაცვის მხარე წინასწარ აკეთებდა განცხადებებს. ადვოკატები აცხადებენ, რომ გეგმავდნენ წინასასამართლო სხდომაზე დაეყენებინათ შუამდგომლობა ბაჩო ახალაიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით და მოეთხოვათ გირაოს სანაცვლოდ მისი ციხიდან გათავისუფლება. ამას მიზანმიმართულად მოჰყვა პროკურატურის მხრიდან ახალაიასთვის, აღმკვეთის შეცვლის შუამდგომლობის წინა დღეს, ზედიზედ ორი ბრალის წაყენება - ერთი, 2013 წლის 1 მარტს, 14.00 საათზე (მაშინ როცა ბაჩო ახალაია სასამართლო სხდომაზე უნდა ჰყოლოდათ უკვე გაყვანილი სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან, ვინაიდან სხდომა 14.00 საათზე უნდა დაწყებულიყო). ბაჩო ახალაია საათნახევრის დაგვიანებით მიიყვანეს 14.00 საათზე ჩანიშნულ სასამართლოზე. სასამართლო სხდომაზე იმდენად უთანასწორო იყო დაცვის და ბრალდების მხარის სამართლებრივი ბრძოლა, განსასჯელ ბაჩო ახალაიას სასარგებლოდ, რომ პანიკაში ჩავარდნილმა პროკურატურამ იმავე საღამოს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენა ბაჩო ახალაიას, სასამართლოდან ციხეში დაბრუნებისთანავე. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ რატომღაც პროკურატურამ ორივე საქმის ძიება იმავე დღეს, აღმკვეთი ღონისძიების შუამდგომლობის დაყენების წინ რამოდენიმე საათით ადრე დაასრულა და ზედიზედ ორი ბრალი წარუდგინა ბაჩო ახალაიას. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ახალაიას ციხის ბუნტთან დაკავშირებით ბრალი ისე წარედგინა, ადვოკატი ბრალის წარდგენას არ დასწრებია, რითაც დაირღვა ბრალდებულის უფლებები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ციხის ბუნტის საქმე ეყრდნობა ე.წ. კანონიერი ქურდების, კრიმინალური ავტორიტეტების და ზონის მაყურებლების ჩვენებებს ახალაიას წინააღმდეგ.


2013 წლის 2 მარტს, დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის დაყენების პარალელურად, სადაც დაცვის მხარე ახალაიას ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გამოშვებას ითხოვდა, სასამართლო გაივსო სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელებით. თუ კი წინა დღეებში, სასამართლო სხდომების დროს მხოლოდ პატრულის თანამშრომლები იმყოფებოდნენ სასამართლოს შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ დღეს თითქმის მთელი შსს იქ იყო. მოძრაობდნენ სასამართლოს მთელ შენობაში. რატომღაც ისინი აღმოჩდნენ სასამართლო სხდომის დარბაზის ზედა ფლიგელში, იქ სადაც მხოლოდ ჟურნალისტებს ჰქონდათ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის თვალყურის მიდევნების შესაძლებლობა. საინტერესოა როგორ აღმოჩდნენ ისინი იქ, ვინ ან რა საფუძვლით დაუშვა, მაშინ როცა ჟურნალისტებს ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის გარეშე არ უშვებდნენ აღნიშნულ ფლიგელში.


სასამართლო სხდომის მიმდინარეობა მოსამართლეს რამოდენიმეჯერ შეაწყვეტინა და მოსამართლესთან გამართა პირადი საუბარი სხდომის დარბაზში შესულმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ისე რომ პარალელურად იგი ტელეფონზე საუბრობდა. ამის თვითმხილველი დარბაზში მსხდომი 200-სზე მეტი ადამიანია.
სასამართლო პროცესი ისე წარიმართა, რომ 100-ით 0 იყო დაცვის მხარის სამართლებრივი არგუმენტები პროკურორების არგუმენტებთან. ყველას, როგორც დარბაზში მყოფ მოქალაქეებს, ასევე ჟურნალისტებს, თვით პროკურორებსაც კი პროცესის მიმდინარეობამ ჩამოუყალიბათ ცალსახა აზრი, რომ მოსამართლე უეჭველი შეცვლიდა აღმკვეთ ღონისძიებას და გაუშვებდა ბაჩო ახალაიას.


როდესაც დასრულდა შუამდგომდგომლობის ირგვლივ განხილვა და მოსამართლე გავიდა დარბაზიდან გადაწყვეტილების გამოსატანად, წამოხტნენ პროკურორები, და არაერთი მოწმე არსებობს დარბაზში მსხდომი ადამიანების სახით, რომლებმაც გაიგონეს, როგორ წამოიძახა ერთ-ერთმა პროკურორმა "ვსიო, უშვებს". პროკურორები გამოვარდნენ სხდომის დარბაზიდან (როცა მანამდე ყველა შესვენების დროს დარბაზში რჩებოდნენ), გავარდნენ გარეთ და დაიწყეს ტელეფონებზე საუბარი. პარალელურად სასამართლო შენობაში იმატა და სასამართლო თითქმის გაივსო შსს თანამშრომლებით (სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებით). ორმა მათგანმა (სახელებს და გვარებს ვერ ვასახელებ), მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ თუ სასამართლო ბაჩო ახალაიას გაუშვებდა, იგეგმებოდა ადგილზევე მისი აყვანა.


მოსამართლე, საათნახევრის დაგვიანებით, წაშლილი და გაფითრებული სახით შემოდის დარბაზში და აცხადებს, რომ არ დაკმაყოფილდეს ბაჩო ახალაიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობა.


ამ პროცესის დასრულებისთანავე, იწყება ბაჩო ახალაიასთვის ციხის ბუნტის საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი, სადაც ბაჩო ახალაიას მესამედ შეუფარდეს წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო საღამოს საათებში კიდევ ერთი სასამართლო პროცესი შედგა და იქაც ბაჩო ახალაიას უკვე მეოთხედ შეუფარდეს წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების სახით დაპატიმრება. კანონით, აღმკვეთი ღონისძიების მიზანი და მისი შეფარდების საფუძვლებია, რომ პირი არ მიემალოს გამოძიებას, არ გაანადგუროს მტკიცებულებები, არ მოახდინოს მოწმეებზე ზეწოლა, ხელი არ შეუშალოს ძიების პროცესს და დროულად გამოცხადდეს სასამართლოში. აღმკვეთი ღონისძიების საფუძვლების არანაირი დასაბუთება არ მოუხდენია ბრალდების მხარეს, არ მოუხდენია არცერთი მტკიცებულების წარმოდგენა, რის საფუძველზე ითხოვდა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, უკვე პატიმრობაშეფარდებული და ციხეში მყოფი ბაჩო ახალაიას მიმართ. უფრო მეტიც, პროკურორმა შაქრო ზაალიშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ ბაჩო ახალაია ძლიერი პიროვნებაა და თუ მას გამოუშვებდნენ ის ხალხს დაარწმუნებდა რომ მართალია. აღსანიშნავია, რომ აბსოლუტურად აფსურდული და უკანონო გადაწყვეტილებები მიიღო სასამართლომ, როცა პატიმრობაში მყოფ ბაჩო ახალაიას მესამედ და მეოთხედ შეუფარდა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა.


აქვე ავღნიშნავ, რომ ყველა ბრალდება, რომელიც ბაჩო ახალაიას აქვს წაყენებული, ემყარება მხოლოდ ერთი სახის მტკიცებულებებს - მოწმეთა ჩვენებებს", -აცხადებს თეა თუთბერიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42