რუსი მაიორი ვლადიმერ სტარკოვი , რომელიც ივლისის ბოლოს უკრანელმა მესაზღვრეებმა დააკავეს, ვლადიმერ პუტინს თხოვნით მიმართავს, აღიაროს რომ ის ნამდვილად რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრია. იმის გამო, რომ რუსეთი ოფიციალურად არ აღიარებს უკრაინაში რუსი სამხედროების ყოფნას, ტერორიზმში ბრალდებულ სტარკოვს რუსეთიდან არანაირი სამართლებრივი დახმარება არ აქვს და ვერც ოჯახთან დაკავშირებას ახერხებს.
სტარკოვმა რუსეთიდან უკრაინაში სამხედროების გამოგზავნის შესახებ „ევრონიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინაში მყოფი ბევრი რუსი სამხედრო, როგორც თავად ის არ წარმოადგენენ მოხალისეებს. სტარკოვი 10 წელზე მეტია სამხედრო მოსამსახურეა, 2014 წელს ის როსტოვის ოლქში გადაიყვანეს, მარტში კი განუცხადეს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში იმსახურებდა.
„ჩვენ შეგვკრიბეს სააქტო დარბაზში და განგვიცხადეს, რომ ჩვენ იგივე თანამდებობებზე ვიმსახურებდით, მაგრამ ჩვენ სამხედრო სამსახურს გავაგრძელებდით უკრაინაში- დონეცკში და ლუგანსკში. ახლობლების ინფორმირება ამის შესახებ აკრძალული გვქონდა“- განაცხადა რუსმა მაიორმა.
37 წლის ჯარისკაცი ივლისის ბოლოს იარაღით დატვირთული მანქანის მართვისას დააკავეს და მოგვიანებით ბრალი ტერორიზმში დასდეს. სტარკოვს და მის თანმხლებ პირს გზა აერიათ და უკრაინული ჯარის პოზიციებთან აღმოჩდნენ. სწორედ ამ დროს მოხდა მათი დაპატიმრება.
მასალის გამოყენების პირობები






