ვინ მფარველობს ე.წ კანონიერ ქურდს "სოხუმსკის" და ვისი ჩარევით გათავისუფლდა იგი პატიმრობიდან?
სამართალი - 18:06, 13 Aug, 2015     7442
დღეს, ზუგდიდში „თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრის“ კოორდინატორმა ლევან თორიამ ბრიფინგი გამართა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც ე.წ კანონიერი ქურდი თემურ გვასალია, მეტსახელად „სოხუმსკი“ პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ლევან თორიას თქმით, „კანონიერი ქურდის“ დახმარებით დაინტერესებულები იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ზუგდიდის პოლიციის უფროსი კობა ხარებავა. ლევან თორიას განცხადებით სწორედ გუბერნატორის და პოლიციის უფროსის ჩარევით მიიღო „კანონიერმა ქურდმა“ გარანტია, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთში გადასვლას შეძლებდა. ამ მიზნით თემურ გვასალიას დამზადებული ჰქონდა ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი თემურ მურღულიას სახელით.

სასამართლო პროცესზე თემურ გვასალიამ განაცხადა, რომ იგი არ სცნობს საქართველოს კანონმდებლობას და არ უპასუხებდა სამართალდამცავების შეკითხვას, არის თუ არა იგი „კანონიერი ქურდი“.

ლევან თორიამ საქართველოს ხელისუფლება „კანონიერ ქურდების“ მფარველობაში დაადანაშაულა. მისივე განცხადებით, გვასალია არ არის პირველი კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც საქართველს ტერიტორიიდან გაჰყავთ.

დღესვე ლევან თორიამ ამ საქმესთან დაკავშირებით არსებულ ბიზნეს ინტერესებზე ისაუბრა, მისი განცხადებით, გუბერნატორის და ზუგდიდის პოლიციის უფროსს გააჩნიათ ბიზნეს ინტერესების აფხაზეთის ტერიტორიაზე, რასაც ქურდული სამყაროს მხრიდან საფრთხე დაემუქრა, ამიტომ ისინი იძულებული გახდნენ „კანონიერ ქურდს“ დახმარებოდნენ.

თორიას ინფორმაციით დღეს, თემურ გვასალია საქართველოს ტერიტორიას დატოვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42