ვიცეჩემპიონი რამდენიმე თვის შემდეგ ჩემპიონად აღიარეს- ირაკლი თურმანიძის ოქროს მედელი
სპორტი - 18:01, 13 Aug, 2015     3311
ქართველი ძალოსანი ირაკლი თურმანიძე (+105კგ) ევროპის ჩემპიონია. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ თურმანიძე კონტინენტის პირველობის გამარჯვებულად გუშინ აღიარა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს გამართული პრესკონფერენცია სწორედ ამ გამარჯვებას მიეძღვნა. ჟურნალისტებს მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე შეხვდნენ.

„მსურს მთელ საქართველოს მივულოცო ჩვენი ძალოსნების წარმატება. განსაკუთრებით სასიხარულოა ირაკლი თურმანიძის ჩემპიონობა - კარგია, რომ სამართალმა იზეიმა და ჩვენმა სპორტსმენმა დამსახურებული ოქროს მედალი მიიღო. ძალოსნობას დიდი ტრადიციები აქვს და სახელმწიფო ყოველთვის მხარს დაუჭერს სპორტის ამ სახეობას", - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„გილოცავთ ირაკლი თურმანიძის გამარჯვებას - მან ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიგო, თუმცა აღმოჩნდა, რომ უკრაინელმა ჩემპიონმა აკრძალული ნივთიერებები გამოიყენა, რის გამოც მას ოქროს მედალი ჩამოერთვა. ეს დიდი გამარჯვებაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ირაკლის უფრო დიდი წარმატებები წინ ელის", - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა.

ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის თქმით, ნაკრების მომავალი ამოცანა შემოდგომით მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლაა. მსოფლიო ჩემპიონატზე რიო დე ჟანეიროს საგაილო ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება და სწორედ მაშინ გადაწყდება, თუ რამდენი სპორტსმენით გაემგზავრება საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ბრაზილიაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42