ზვიად დევდარიანი: ,,ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა გამოწვევაა როგორც რუსეთისთვის, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის’’
პოზიცია - 15:27, 04 Mar, 2013     1097


_ ბატონო ზვიად, როგორ შეაფასებთ საქართველო-რუსეთის ურთიერობის დინამიკას?


_ რუსეთის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებში ჯერ რაიმე დინამიკაზე საუბარი ზედმეტია, რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, აშკარად იგრძნობა, რომ ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის დალაგება ერთ-ერთი წინასაარჩენო დაპირებათაგანია. თითქოს განზრახულია, რომ რუსეთთან ურთიერთობაში გარდატეხვა ისეთივე ტემპებში განხორციელდეს, როგორშიც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავებაა დაგეგმილი. არადა, ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოზე, რომელმაც უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ეთნიკური ნიშნით შეავიწროვა და გამოაძევა რუსეთიდან ჩვენი თანამემამულეები, განდევნა საკუთარი ბაზრიდან ქართული პროდუქცია, არაერთხელ მოახდინა კონფლიქტის პროვიცირება აფხაზეთსა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთში", რამაც საბოლოოდ 5 წლის წინ, ომამდე და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამდე მიგვიყვანა. ჩვენ ყოველ კვირა ვგებულობთ, რომ მიმდინარეობს შეხვედრები, იხილება ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე შეტანის საკითხი, საუბარია სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე და ა.შ. მე მესმის, რომ მოლაპარაკებები შედარებით ადვილი თემებით დაიწყო, თუმცა, ფაქტობრივად სრულად დახურული კარის, ასეთი მძლავრი შეღება მოკლე ვადებში ჩემთვის გარკვეულ შეკითხვებს ბადებს.



_ ფიქრობთ, რომ ამ მცდელობებს გარკვეული საფრთხე ახლავს თან?


_ ჯერ ერთი, ამ თემის მუდმივი აფიშირება გარკვეულ კამპანიურ ხასიათს ატარებს. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო პროცესი რომელიც შარშან დაიწყო წელსაც გრძელდება, მაგრამ არ მინდა რომ ამ კამპანიურობამ საზოგადოების დეზორიენტირება და არასწორი მოლოდინების შექმნა გამოიწვიოს. მიუხედავად ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, მაინც მეჩვენება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობა თავისი არსით ნორმალური პროცესია. ამისკენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც მოგვიწოდებდნენ. ჩვენ გარკვეული, თუმცა კარგად გათვლილი ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ეს ჩვენც და საერთაშორისო საზოგადოებასაც დაანახებს თუ აქედან რა გამოვა. თუმცა, იმედგაცრუების საფუძველი ჩვენს ხელისუფლებას, ვფიქრობ, უკვე ქონდა. ამის გამომწვევი იყო რუსეთის შეგვიანებული უკუგება საქართველოს მხრიდან რუსეთის საკითხებში წარმომადგენლის დანიშვნასა და პირველ განცხადებებზე. კიდევ უფრო საინტერესოა ღვინის თემაზე წარმოებული მოლაპარაკებების ფონზე, რუსეთის ხელმძღვანელი პირების განცხადება რომ ქართული ღვინო შეიძლება მხოლოდ რუსეთის ცალკეულ რეგიონებში შეუშვან. აღარაფერს ვამბობ ლავროვისა და პუტინის განცხადებებზე, რომ აფხაზეთისა და სამხერთ ოსეთის ღალატის ხარჯზე არ მოხდება საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება. ასე რომ, რუსეთის მხრიდან ცალსახად ხდება იმის გაცხადება, თუ სად გადის მათი სახელმწიფო ინტერესების ხაზები. ჩვენის მხრიდან კი, ვფიქრობ, ჯერ კიდევ არაა გაცემული ყველა შეკითხვას პასუხი და მთავარ საფრთხედ სწორედ ეს მეჩვენებაა.


_ მაშინ რატომ რჩება პასუხგაუცემელი შეკითხვები?


¬_ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსი და დიპლომატია, თავად ხელისუფლება ახალგაზრდაა და ამასთან დაკავშირებული სირთულეები თან სდევს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ მგონია "ქართულ ოცნებაში" ერთიანი პოზიცია იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ გადმოცემისა და გაგების პრობლემად იქნა შეფასებული პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებული შეფასებები სომხური მოდელის მისაღებობაზე, არ მგონია ეს თემა უსაფუძვლო იყოს. ხელისუფლებიდან არის მცდელობები, რომ კვლავ აქტიური იყოს ევროკავშირსა და აშშ-თან ურთიერთობაში, თუმცა რუსეთის განწყობების გათვალისწინებაც დაიწყო. ეს, ცალკეულ შემთხვევებში გაურკვევლობას იწვევს. ერთ მაგალითს მოვიყვან: ინტერფრაქციული შეთანხმების პროექტის მე-7 მუხლში, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა, ესეთი აზრია გატარებული, რომ საქართველოს პოლიტიკა არ უნდა იყოს მიმართული მსოფლიო და რეგიონალური მასშტაბით მიმდინარე დაპირისპირებების პროცესში სტრატეგიული მოთამაშის როლის შესრულებისაკენ. და ეს მაშინ, როდესაც, საქართველო კვლავ აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ნატოსთან და მისი არაწევრი სახელმწიფოთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთის ოპერაციაში. არის თუ არა ეს სტრატეგიული მოთამაშის როლი? მოკლედ, ამ ტიპის ორ მოედანზე თამაშის მცდელობებია ჩემის აზრით იმის მიზეზიც რომ ჩვენი საგარეო პარტნიორები მუდმივად ითხოვენ ხელისუფლებისგან სინათლეს თუ როგორ უპასუხებს საქართველო საგარეო გამოწვევებს. ვფიქრობ, წინა ხელისუფლების დროს საგარეო პარტნიორებისთვის უფრო ნათელი იყო ქვეყნის მისწრაფებები და საგარეო პოლიტიკა. თუმცა, მეორეს მხრივ, წინა ხელისუფლების საშინაო პოლიტიკა, და ადამიანის უფლებების სფეროში არსებული პრობლემები სერიოზულ წინაღობას წარმოადგენდნენ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის. ვინაიდან, ნებისმიერი ხელისუფლება ხალხის ნების გამომხატველია, ნებისმიერი სწრაფვა და არჩევანი საზოგადოების განწყობებს უნდა ასახავდეს. თუ ქვეყანა შიგნით არ ვითარდება, მას შესაძლებელია ეხმარებოდნენ, თუმცა ოჯახის წევრად არ აქცევენ. ასე რომ, ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა გამოწვევაა როგორც რუსეთისთვის, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის.



_ და საზოგადოებისთვის გასაგებია ხელისუფლების ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკა? გამოკვეთილია ორიენტირები და სწორი პოლიტიკური გზით მიდის?


_ ამ საკითხს არ აწყენდა სოციოლოგიური კვლევა. სადაც პარლამენტის ადგილმდებარეობაზეა ამხელა მსჯელობა, ვფიქრობ, ქვეყნის საგარეო გამოწვევების შესახებ მოსახლეობის აზრის გაგება მნიშვნელოვანია. საზოგადოება არაა ადვილი პასუხის წინაშე. ჩვენ ხომ სულ უკიდურესობები გვჭირს. 90-იანებში, დამოუკიდებლობის მოპოვების წლებში რუსეთი "ბოროტების სავანე იყო", სამოქალაქო ომისა და ცხინვალისა და აფხაზეთის კონფლიქტების შემდგომ ის "ხსნად" იქცა, სააკაშვილის პერიოდში კვლავ - "მთავარი ბოროტება" და ახლა, ისევ იმედები რუსეთის დახმარებით ჩენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. მთელი ეს ოცი წელი ყველა ახალი ხელისუფალი წინა ხელისუფალისგან კარდინალურად განსხვავებულ პოლიტიკის გასატარებლად მოდიოდა და ატარებდა კიდეც რუსეთთან მიმართებაში. განსხვავება ისაა, რომ წინა ხელისუფლებები ძალადობით იცვლებოდა და პირველ ოქტომბერს, არჩევნების გზით, დემოკრატიულად მოსული ხელისუფლების ლეგიტიმაცია ბევრად უფრო მაღალია. სწორედ ამიტომ, საზოგადოების პასუხისმგებლობაც ბევრად მაღალი უნდა აიყოს ყველაფერზე, მათ შორის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე. რამდენიმე დღის წინ ე.წ ინტელიგენციის შეხვედრა ვნახე ინტერნეტში, სადაც ტაშს უკრავდნენ ერთმანეთის გამოსვლებს, მათ შორის იმაზეც, რომ კიდევ არაერთ კონცერტს ჩაატარებენ მოსკოვში. იცით, თუ ამას "ნაციონალური მოძრაობის" ნიშნის მოგებით ამბობენ ადამიანები, კიდევ გავიგებ, თუმცა იმედია, მათ არ დავიწყნიათ, რომ 300 000 იძულებით გადაადგილებული ადამიანი ჯერ კიდევ ცხოვრობს ამ ქვეყანაში, რომლებსაც საკუთარ სახლებში დაბრუნება არ შეუძლიათ რუსეთის ოკუპაციის გამო. ამას მარტო ამ ინტელიგენციის გასაგონად არ ვამბობ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი მხოლოდ ჩვენი პროდუქციისა გასაღების ბაზარი არაა. არც მხოლოდ ჩვენი სურვილია საკმარისი იმისთვის, რომ ურთიერთობები დარეგულირდეს. სანამ რუსეთი არ დაუშვებს იმას, რომ ჩვენ ჩვენი სახელმწიფო ინტერესები შეიძლება გვქონდეს, რომელიც ვერ იქნება მუდამ მათი ნებით ხელდასმული, მანამდე "ადვილ" თემებსაც ვერ მოევლება ორმხრივ ურთიერთობებში. ასე, რომ მე ვფიქრობ მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ჩვენი ევროპული არჩევანის საზოგადოებრივი დაკვეთა არ შეიცვალოს.



_ არსებობს თუ არა რეალურად ეს საფრთხე?


_ დღეს ოპოზიცია საუბრობს ევროპული არჩევანის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერის გაკეთების შესახებ. მე კიდევ ვფიქრობ, ამაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებასთან მუდმივი მუშაობაა. ნებისმიერი ჩანაწერი შეცვლადია. მთავარია - დაკვეთა არ შეიცვალოს. ევროპული სვლა ადვილი არ არის. ვფიქრობ, სვლა რუსეთისკენ (ან მასთან დაკავშირებული გაერთიანებებისკენ) ბევრად უფრო იოლი იქნებოდა. ერთმორწმუნე და "მეგობარი" რუსეთი ნაკლებად თუ გაგვკიცხავს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, დემოკრატიული სტანდარტების არასრულყოფილებისთვის და ისე გაგვიღებს კარს ნებიმიერ ერთობაში მასთან ერთად. ევროპულ გაერთიანებებში ინტეგრაცია კი ითხოვს სტანდარტებს და სირთულეებითაა აღსავსე. თუმცა, ამ კითხვას ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. რა გვირჩევნია, თუნდაც, ადვილი და ნაკლები ხარისხის პროდუქციის მოყვანაზე ორიენტირებულები, რომელიც შეიძლება გაიყიდოს რუსეთში, თუ უფრო რთული გზა - ევროპული ბაზრისკენ. ევროპული, მაღალი ხარისხის განათლებისკენ სავალი რთული გზა თუ ნაკლები ხარისხის და ადვილად ხელმისაწვდომი განათლება რუსეთში. და უამრავი მსგავსი თემა.
მოკლედ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ბევრად უფრო რთულია, ვიდრე პასუხი კითხვაზე "როგორ შეაფასებთ ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას?"



ჟანა ასანიძე


,,ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42