ავადმყოფ ეთერ ბიგვავას ნათესავი "ნიუპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ ქალბატონი სასწრაფო დახმარების მანქანამ დღეს გადაიყვანა ვარკეთილში კალაუბნის #12 არსებულ " ჯანმრთელობის ცენტრში". როგორც ავადმყოფის ნათესავი აცხადებს, მათ აქვთ საყოველთაო დაზღვევა, მაგრამ ავადმყოფს არავინ ეკარება, მას მაღალი წნევა და ,,კენჭის გავლა" აქვს, მედდა ნემსს არ უკეთებს და ის კვლავ მისაღებში იმყოფება.
როგორც საავადმყოფოს მედპერსონალი აცხადებს, ავადმყოფს ყურადღებას ექიმის ადგილზე არყოფნის გამო ვერ აქცევენ, თუმცა, პირად საუბარში ამბობენ, რომ პრობლემა არა ექიმის არყოფნა, არამედ ე.წ. საყოველთაო დაზღვევაა, რომელთან მიმართებაშიც კონკრეტული მითითებები არ მიუღიათ.
შეგახსენებთ, რომ საყოველთაო დაზღვევას ამომრჩევლებს "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პირდებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






