სუპერთასის თბილისური რეკორდები
სპორტი - 16:24, 12 Aug, 2015     3359

ევროპის სუპერთასზე ”ბარსელონასა” და ”სევილიას” დაპირისპირებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და რამდენიმე ისტორიული მიღწევაც დააფიქსირა.

რეკორდების ნუსხა:

1.საქართველომ პირველად უმასპინძლა უეფას ტურნირის ფინალს.

2.ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მაყურებელთა დასწრების ახალი რეკორდი დაფიქსირდა, მას შემდეგ, რაც ტურნირი ერთი მატჩისგან შედგება. თამაშს - 51 490 ათასი მაყურებელი დაესწრო.

3.ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა და ამ მაჩვენებლით დაეწია კრიშტიანუ რონალდუს ევროპულ ტურნირებზე გატანილი გოლების რაოდენობით (80).

4.ლიონელ მესიმ უეფას სუპერთასზე, საერთო ჯამში, სამი გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით შედეგიანობის რეკორდს იყოფს ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც არიან: არი ჰაანი, ფრანსუა ვან დერ ელსტი, გერდ მიულერი, ოლეგ ბლოხინი, რადამელ ფალკაო, რობ რენსენბრინკი და ტერი მაკდერმოტი.

5.ევერ ბანეგას გოლი, რომელიც მან მატჩის მესამე წუთზე გაიტანა, ყველაზე სწრაფია უეფას სუპერთასის გათამაშების ისტორიაში.

6.დანიელ ალვეშმა პაოლო მალდინის რეკორდი გაიმეორა, რომელიც ოთხჯერ იყო უეფას სუპერთასის მფლობელი.

7.ბრაზილიელმა მალდინის სხვა რეკორდის გაიმეორა. მან უეფას სუპერთასის გათამაშებაში ხუთჯერ მიიღო მონაწილეობა.

8.ანდრეს ინიესტა დაეწია ჩავი ერნანდესს ”ბარსელონას” შემადგენლობაში მოპოვებული ტიტულების მხრივ (28).

9.კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მეოთხეა, რომელმაც ევროპის სუპერთასი მოიგო, როგორც ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის რანგში. მანამდე ეს მიღწევა ეკუთვნოდათ: ხოსეპ გვარდიოლას, კარლო ანჩელოტის და დიეგო სიმეონეს. თუმცა ლუის ენრიკე ერთადერთია, ვინს სუპერთასის მატჩში გოლი გაიტანა (1997 წელს).

10.”ბარსელონამ” მეხუთედ აღმართა ევროპის სუპერთასი და ამ მაჩვენებლით ”მილანის” რეკორდი გაიმეორა.

11.”ბარსელონამ” მეცხრედ მიიღო მონაწილეობა ევროპის სუპერთასის გათამაშებაში. მისი უახლოესი მდევარი კატალონიელებს ორი მატჩით ჩამორჩება.

12.მას შემდეგ, რაც ტურნირის ფორმატი ერთმატჩიანი გახდა, ”ბარსა” პირველი გუნდია, რომელმაც უეფას სუპერთასის მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.

13.”სევილია” პირველი გუნდია, რომელმაც სუპერთასის წაგებულ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.

14.”სევილია” პირველი გუნდი გახდა, რომელმაც სუპერთასის მატჩის მსვლელობისას სამბურთიანი დეფიციტი აღმოფხვრა.

15.თბილისური მატჩი ყველაზე შედეგიანია ევროპის სუპერთასის გათამაშების ისტორიაში.

16.მესამე შემთხვევაა, როცა სუპერთასის მატჩში ერთმანეთის პირისპირ ესპანური კლუბები დადგნენ (ყოველ ჯერზე ერთ-ერთი ”სევილია” იყო). ორჯერ ტიტულისთვის ერთმანეთს იტალიური კლუბები დაუპირისპირდნენ.


წყარო 24saati.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42