თერაპიის მეთოდი, რომელმაც "სასწაულის მოხდენა" შეძლო, სხვადასხვა მედიკამენტებით ბავშვის დაბადებისთანავე აგრესიულ მკურნალობას გულისხმობს.
"ეს ნამდვილი სასწაულია! ბავშვი აგრესიული თერაპიის კურსს გადიოდა, რამდენიმე კვირის წინ ეს მკურნალობა შეუწყვიტეს და გოგონაც განიკურნა. როგორც წესია, პაციენტები კურსის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირაში იღუპებიან", - აღნიშნავს მკვლევართა ჯგუფის უფროსი, დებორა პერსო.
"ამ შემთხვევის წყალობით შესაძლოა ჩამოყალიბდეს აივ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მეტად ეფექტური მეთოდი. თუ სამომავლო კვლევები ამ კურსის ეფექტურობას დაადასტურებენ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ შიდსი ოცდამეერთე საუკუნის პრობლემა აღარ იქნება", - დასძინა მეცნიერმა. ა აღინიშნოს, რომ გოგონა მერილენდიდან გახლავთ მეორე პაციენტი, რომელიც შიდსისგან განიკურნა. პირველი შემთვევა 2007 წელს, ბერლინში დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები






