"რუსთავის ფოლადი" უზენაეს სასამართლოს თხოვნით მიმართავს
სამართალი - 14:58, 10 Aug, 2015     1308
კომპანია „რუსთავის ფოლადი“ უზენაეს სასამართლოს თხოვნით მიმართავს, რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ხარჯების დაზოგვის მიზნით დამატებით 300 თანამშრომლის გათავისუფლება გახდეს საჭირო.
"რუსთავის ფოლადის" განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ.

"შპს რუსთავის ფოლადში სრულდება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის შესახებაც საზოგადოება უკვე ინფორმირებულია. დღეისათვის, 496 თანამშრომლის პოზიცია უკვე გაუქმებულია. აქამდე არაერთხელ ვისაუბრეთ, მენეჯმენტის ამ მძიმე გადაწყვეტილების გამომწვევ მიზეზებზე. სამწუხაროდ, მიუხედავად რიგი გატარებული ნაბიჯებისა, კომპანიის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

რუსთავის ფოლადისთვის საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული უსაფუძვლო, ხელოვნურად წამოწყებული დავების განხილვა კვლავაც არ დასრულებულა და განხილვის პროცესშია სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ ძალაშია აკრძალვები რუსთავის ფოლადის მრავალ ათეულ მილიონიან ქონებაზე და კომპანია კვლავ მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიყენოს ნედლეულის უმნიშვნელოვანესი წყარო - წიდასაყარი. ეს გარემოება კიდევ უფრო ამძიმებს კომპანიის მდგომარეობას და გლობალური პრობლემების ფონზე, ართმევს მას ბიზნესის ოპტიმალურად დაგეგმვისა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების შესაძლებლობას. ინფორმაციისთვის, ერთ-ერთი დავის ფარგლებში, კომპანიის აქტივებზე დაწესებული აკრძალვა, რომლის ბედი ამჟამად საქართველოს უზენაეს სასამართლოში წყდება, მხოლოდ ა.წ. მაისის თვის შემდეგ, რუსთავის ფოლადს დაახლოებით მილიონი ამერიკული დოლარი „დაუჯდა“. აღნიშნული დავის ფარგლებში, ქარხნის ზარალი დღეში დაახლოებით 20000 ამერიკულ დოლარს შეადგენს და ეს ზარალი ყოველდღიურად იზრდება.

როგორც ცნობილია, ხსენებული საქმის განხილვის უკიდურესი ვადა 22 აგვისტოა. რუსთავის ფოლადი იმედს გამოთქვამს, რომ ეს დავა მითითებულ ვადამდე დასრულდება.

შპს რუსთავის ფოლადმა უკვე შეიტანა განცხადება საქართველოს უზენაეს სასამართლოში სარჩელის შემჭიდროვებულ ვადებში განხილვის თაობაზე. კომპანიის მენეჯმენტი თხოვნით მიმართავს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს სამართლიანი, ადეკვატური და სწორი გადაწყვეტილების მიღება, მათ წარმოებაში არსებულ საქმეზე, რათა თავიდან ავიცილოთ მდგომარეობის შემდგომი გაუარესება და სამუშაო ადგილების კვლავ შემცირება, რაც ასევე ძალიან მტკივნეული იქნება რუსთავში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით. სხვა შემთხვევაში, კომპანია იძულებული გახდება, აქტივებზე (განსაკუთრებით კი, წიდასაყარზე) დაწესებული აკრძალვების პირობებში, ხარჯების შემცირების მიზნით, დაითხოვოს დამატებით 300 თანამშრომელი.,"-ნათქვამია "რუსთავის ფოლადის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42