მოწმე ადასტურებს, რომ სპეცოპერაცია კორტების ტერიტორიაზე არ იყო დაგეგმილი
სამართალი - 14:19, 10 Aug, 2015     2595

ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ დღევანდელ პროცესზე სამი მოწმე დაიკითხა. ორი ექსპერტი, ამათგან ერთი კრიმინალისტი, რომელიც უშუალოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში იღებდა მონაწილეობას. მან დაადასტურა მანქანაში იარაღების არსებობა. ექსპერტმა დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ხელი ნებაყოფლობით მოაწერა და მის მიმართ რაიმე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია.

„მოწმეს არაფერი გაუგია საკონტროლო გასროლისა და მანქანაში იარაღების ჩადების შესახებ. მეორე მოწმე გახლდათ პოლიციის იმდროინდელი თანამშრომელი გულაღაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ შემთხევის ადგილზე შემთხვევით მოხვდა. გაიგონა გასროლების ხმა, თუმცა საკონტროლო გასროლები არც დაუნახავს და არც ის დაუდასტურებია, რომ ცააძემ გააკეთა. მოწმემ არაფერი იცის ავტომანქანაში იარაღების ჩადების შესახებ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის გახლდათ მაშინ მთაწმინდის რაიონის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი, მას და არც მის სამმართველოს არ ჰქონდათ ინფორმაცია მათივე სამოქმედო ტერიტორიაზე ჩასატარებელი სპეცოპერაციის შესახებ, გამომდინარე აქედან, სპეცოპერაცია იმ ტერიტორიაზე დაგეგმილი არ იყო, მოხდა რაღაც, რამაც სპეცოპერაციის დაწყება გამოიწვია. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მის სამმართველოში სპეცოპერაციის ჩატარების დღეს დაჭრილი ქალბატონის შესახებ ინფორმაცია არ შესულა. მესამე დაკითხული მოწმე გახლდათ ზაზა ალთუნაშვილი, ის, იმ დროს მუშაობდა საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. მან განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე ისიც შემთხვევით მოხვდა, იქ რამდენიმე წუთი დაჰყო და დაადასტურა ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღების არსებობა. ალთუნაშვილმა აღნიშნა, რომ ცეცხლასროლ იარაღებს დამცავი მექანიზმები დაწეული ჰქონდათ, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს, რადგან მანამდე დაკითხულმა ექპერტმა განმარტა, ისინი შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობისას იარაღებს განმუხტავდნენ ხოლმე და შეიძლება იარაღები პოლიციელებსაც განემუხტათ“ - განმარტა ადვოკატმა დავით ხაჟალიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42