,,სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლი: წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალიან ბუნდოვანი მუხლია იმ მხრივ, რომ პოლიციელთან ნებისმიერი კომუნიკაცია, მაგალითად მშვიდი შეკითხვა: ,,უკაცრავად, რა მიზეზით გამაჩერეთ?" - შეიძლება განმარტებული იქნას, როგორც წინააღმდეგობა.
პრაქტიკაში, როგორც წესი, პირის მიერ ამ დანაშაულის ჩადენას მოწმის სტატუსით ,,ადასტურებენ" ის პოლიციელები, რომლებსაც თითქოს გაუწიეს წინააღმდეგობა.
გამომდინარე აქედან ობიექტურობის სტანდარტების არსებობა საფუძვლიან ეჭვებს იწვევს.
რაც შეეხება დაკავების პროცედურას, აუცილებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა, კერძოდ
საქმეზე Wieser v. Austria, 2293/03, 22.02.07 სასამართლომ პოლიციის ქმედება ჩათვალა ღირსების შემლახველად კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით, ვინაიდან არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტი, რომელიც მიუთითებდა, რომ შიშველი სხეულის ჩხრეკა აუცილებელი და გამართლებული იყო უსაფრთხოების მიზნებისათვის.
Erdogan Yagiz v. Turkey, 27473/02, 06.03.07
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის განსაკუთრებული კონტექსტიდან გამომდინარე, პირის საქვეყნოდ (ოჯახის წევრების თანდასწრებით) დაკავება მიზნად ისახავდა მასში შიშისა და სასოწარკვეთილების გამოწვევას, მის დამცირებას, შეურაცხყოფასა და მორალურად გატეხვას“ - აღნიშნავს ირაკლი კობიძე.
მასალის გამოყენების პირობები






