პორტალმა РБК გამოიკვლია, თუ რა ღირებულების მაჯის საათებს ატარებენ რუსი ჩინოვნიკები.
კვლევის თანახმად, ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის მაჯას 280 000 აშშ დოლარის ღირებულების „Greubel Forsey“ ფირმის საათი ამშვენებს, თუმცა თავად კადიროვმა დაწერა, რომ იგი ბავშვობიდან აგროვებს საათებს და მას სახლში პორტალის მიერ გამოქვეყნებული საათზე ძვირი საათებიც აქვს.
გაურკვეველია ვლადიმერ პუტინის პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის საათის ღირებულება. ოფიციალურად იგი 37 მილიონი რუბლი ღირს, თუმცა პესკოვის ცოლი, რომელმაც მეუღლეს ასეთი ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა, ამტკიცებს, რომ მან საათი გაცილებით იაფად იყიდა.
რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელს ვლადიმერ იაკუნინს A. Lange & Sohne — Lange 1 Tourbillon-ის საათი აქვს, რომელიც მსოფლიოშ სულ 165 ცალია. საათი 20110 წელს რუბლის ვარდნამდეა ნაყიდი 5,7 მილიონ რუბლად.
«Роснефт»-ის პრეზიდენტს იგორ სენჩინს აქვს Rolex-ის 60 000 დოლარიანი საათი, ხოლო ფედერაციის საბჭოს სპიკერ ვალენტინა მატვიენკოს - Chanel-ი, რომელიც 30 000 დოლარი ღირს.
მასალის გამოყენების პირობები






