საქალაქო სასამართლო საბი ბერიანის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 21:58, 07 Aug, 2015     4092

თბილისის საქალაქო სასამართლო ტრანსგენდერი ქალის საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„2015 წლის 7 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი მიიღო ბექა ბერიანის (ტრანსგენდერი საბი) განზრახ მკვლელობის,ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანებისათვის ბრალდებული ლევან კოჭლაშვილის მიმართ და მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქმის მასალების თანახმად, 2014 წლის 10 ნოემბერს ქ.თბილისში, ბუხაიძის ქ. N26-ში, ლევან კოჭლაშვილმა განზრახ განახორციელა ფიზიკური ძალადობა ამავე მისამართზე მცხოვრები ბ.შ.-ს მიმართ და მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანებები. იმავე დღეს, ქ.თბილისში, პეკინის ქუჩა N14ბ-ში, ლევან კოჭლაშვილმა ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე, დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ბექა ბერიანს, რომელიც მიყენებული ჭრილობების გამო შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ლევან კოჭლაშვილმა აღნიშნულ ბინაში განზრახ გააჩინა ხანძარი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ხანძრის შედეგად დაზიანდა პეკინის ქუჩა N14ბ , ბინა N32 და ბინის მეპატრონეს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ლევან კოჭლაშვილს ბრალი წარედგინა ბექა ბერიანის განზრახ მკვლელობისათვის (სსკ-ის 108-ე მუხლი), ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (სსკ-ის 125-ე მუხლის I ნაწილი) და სხვისი ნივთის დაზიანებისა და განადგურებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით ( სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწ).

სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დაადგინა, რომ ბრალდებული მოქმედება მართლზომიერად და იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ბრალდების მხარის მიერ, ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საპირისპიროს დაადასტურებდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განზრახ მკვლელობისათვის წარდგენილ ბრალდებაში ლ. კოჭლაშვილი გამართლდა. რაც შეეხება, ძალადობისათვის და სხვისი ნივთის დაზიანებისა და განადგურებისათვის წარდგენილ ბრალდებებს, სასამართლომ ლ. კოჭლაშვილი დამნაშავედ სცნო და საბოლოოდ, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით განუსაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42