ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, ზურაბ ჟვანიას ოჯახი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მომხდარს მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცეს.
ამის შესახებ ბასილიამ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, არავის უნდა დაიჯეროს, რომ ორი მამაკაცი კონსპირაციულ ბინაში შიშველი აღმოჩნდა.
"ჩვენ გვესმის ოჯახის წევრების, არავის უნდა დაიჯეროს, რომ ორი მამაკაცი კონსპირაციულ ბინაში აღმოჩნდა შიშველი.ამიტომ ოჯახის წევრები ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, თითქოსდა მკვლელობის ვერსია არსებობდეს, თუმცა არც ერთი კონკრეტული გარემოება არ მიუთითებს იმაზე, რომ ჟვანია და უსუპოვი მოკლულები არიან. ყველა მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ ისინი არიან CO-თი გაგუდულები", - განაცხადა ბექა ბასიალამ.
დღევანდელ პროცესზე ექსპრემიერის დედა რემა ჟვანია დაიკითხა. მისი თქმით, არსებობს რამდენიმე გარემოება, რაც ზურაბ ჟვანიას წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაზე მიუთითებს.
მასალის გამოყენების პირობები






