ქიბარ ხალვაშის ადვოკატების თქმით, სასწრაფო ზომების მიღება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც შეიტყვეს, რომ კიდევ ერთხელ იგეგმება "რუსთავის 2"-ის წილების გადაფორმება, რათა წილების კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნება გართულდეს.
ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, რუსთავის 2-ის წილების დაყადაღება მათ საშუალებას მისცემს აღიკვეთოს პოტენციური თვალთმაქცური გარიგება და შენარჩუნდეს ქონების დაბრუნების შანსი.
„აღნიშნული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ჩვენ მიერ მოთხოვნილ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება, ისეთი, როგორიც არის წილების გასხვისების აკრძალვა დღევანდელი ნომინალური მფლობელებისსათვის.
ამ სასწრაფო ზომების მიღება აუცილებელი გახდა იმისათვის, რომ არსებობდა გარკვეული ინფორმაცია, თითქოს შესაძლებელია უახლოეს მომავალში მომხდარიყო კიდევ ერთხელ გადაფორმება "რუსთავი2"-ის წილებისა ახალ ნომინალურ მფლობლებზე, რაც უფრო გაართულებდა ჩვენს ბრძოლას სამართლიანობისთვის, კიდევ უფრო რთულს გახდიდა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში მათ აღსრულებას" - პაატა განაცხადა სალიამ.
მასალის გამოყენების პირობები






