„მას აქვს მცირე პროგრესი, თუმცა ეს გამოაჯნმრთელების იმედს იძლევა“ - განაცხადა სპორტსმენის წარმომადგენელმა. რეაბილიტაციის რა ეტაპზე იმყოფება შუმახერი, კემს არ დაუკონკრეტებია.
მაისში მენეჯერმა განაცხადა, რომ მრბოლელს გამოსაჯანმთელებლად ხანგრძლივი ბრძოლა მოუწევს.
46 წლის შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ საწოლს მიჯაჭვული აღარ არის და სკამზე ჯდომა შეუძლია. ნათესავების განცხადსებით, მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენი ვერ მეტყველებს, სახის მიმიკებით გამოხატავს, რომ ახლობლებს ცნობს.
2013 წლის დეკემბერში თხილამურებით სრიალის დროს მიღებული თავის ტრავმის გამო ავტომრბოლელი კომაში ჩავარდა და მას შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის. 2014 წლის დეკემბერში შუმახერი კლინიკიდან გაწერეს და მკურნალობას ჟენევაში, საკუთარ ვილაში განაგრძობს. მისი მკურნალობის ხარჯებმა 10 მილიონ ფუნტს გადააჭარბა.
მასალის გამოყენების პირობები






