როგორც „ნიუპოსტს“ საქმეზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავას ადვოკატმა - დავით ხაჟალიამ განუცხადა, ქემაშვილმა დაადასტურა, რომ სპეცოპერაციის დროს საკონტროლო გასროლას ადგილი არ ჰქონია.
„დღევანდელ პროცესზე დაიკითხა იმდროინდელი გამომძიებელი, რომელიც მონაწილეობას იღებდა გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებში. თუმცა უშუალოდ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ იღებდა. მან საკონტროლო გასროლების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა. მისი თქმით, ამის შესახებ არც სპეცოპერაციის დღეს და არც შემდეგ არაფერი გაუგია. მან ასევე დაადასტურა, რომ ვაზაგაშვილის მანქანაში იარაღის ჩადება სპეცრაზმელების მხრიდან არ მომხდარა. მისი ინფორმაციით, პირიქით, იარაღი ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან ამოიღეს. მან თქვა, რომ ფირცხალავას შეუთანხმეს, რომ დარჯანიას ავტომობილი, რომელსაც წინა საქარე მინაზე ნატყვიარი ჰქონდა, შემთხვევის ადგილზე დაეყენებინათო. ვკითხე, დაეზუსტებინა რა გაიგო, ის რომ მანქანა მოეყვანათ ადგილზე, თუ მანქანას არ ჰქონდა ნატყვიარი, შემდეგ პოლიციამ განზრახ ესროლა და მოიყვანა ადგილზე? მან მიპასუხა, რომ განზრახ მინების დაზიანების შესახებ არაფერი გაუგია“, - აღნიშნა მოწმემ.
პროცესზე ასევე დაიკითხა ედუარდ სინდოიანის ადვოკატი, რომელიც იმ დროს სინდოიანს იცავდა.
„მისი თქმი, როდესაც სინდოიანს შეხვდა, მან მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ უამბო. მოწმის ინფორმაციით, სინდოიანი ამბობდა, რომ თუ დანაშაულს არ აღიარებდა ნარკოტიკს ჩაუდებდნენ. ამის შემდეგ ვკითხე, რა ზომები მიიღო როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფა ესეთი განცხადება გააკეთა. მითხრა არ დავიჯერეო. შემდეგ თქვა, რომ როდესაც მას ვიცავდიო, მასზე არანაირ ზეგავლენას ადგილი არ ჰქონიაო“ - ამბობს ხაჟალია.
დღესვე იგეგმებოდა სინდოიანის კიდევ ერთი მეგობრის დაკითხვა, თუმცა იგი სხვა მოწმეების ჩვენებას დაესწრო, რის გამოც მისი დაკითხვა აღარ მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






