კონგრესმენების თქმით, იმ ეტაპზე, როდესაც ორ ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის საფრთხე დიდია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიტიკური რეფორმები, ასევე აშშ-ისა და ევროპის მხარდაჭერა.
სტატიაში, განსაკუთრებით ხაზგასმულია ქვეყნების ევროპული სწრაფვა და ამ მიმართულებით "ორი დავითის" როლი.
„არასოდეს გვინახავს მსგავსი ძლიერი სურვილი ევროპის ნაწილად გახდომისა და ისეთი ძლიერი გააზრება იმისა, რომ ეროვნული წარმატება შიდა რეფორმებზეა დამოკიდებული. საქართველოს პარლამენტმა, როგორც ყოფილი ელჩი რიჩარდ ნორლანდი აღნიშნავს, მნიშნელოვანი სარგებელი მიიღო „ორი დავითისგან“: პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძისგან, რომელიც ახლა ოპოზიციას უდგას სათავეში და "რესპუბლიკური პარტიის" დავით უსუფაშვილისგან, რომელიც 2012 წლის შემდეგ მმართველი კოალიციიდან სპიკერად აირჩიეს. მიუხედავად ლიდერების პარტიული სხვადასხვაობისა, დასავლეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლიერების სურვილი მათ გამაერთიანებელ ძალად რჩება" - ნათქვამია სტატიაში.

მასალის გამოყენების პირობები






