“პოლიტიკური რეფორმები კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც უკრაინა და საქართველო რუსეთის მხრიდან შეტევის წინაშე დგანან. იმ შემთხვევაში, თუ აშშ და ევროპა უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერისგან თავს შეიკავებს, რუსეთი ამ უფსკრულის შევსებას შეეცდება - არამხოლოდ აღმოსავლეთ უკაინაში სამხედრო აგრესიით, არამედ ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური თავდასხმებით. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი პოლიტიკური ელემენტი საქართველოსა და უკრაინაში მსგავსი მცდელობების სიცხადეს გვიჩვენებს.
ცოტა ხნის წინ, უკრაინასა და საქართველოში კონგრესმენების დელეგაციას ვხელმძღვანელობდით და როგორ ყოველთვის ვაკეთებთ, შევხვდით პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს, ასევე ყველა რანგის და მრწამსის ათობით პარლამენტარს. არასოდეს გვინახავს მსგავსი ძლიერი სურვილი ევროპის ნაწილად გახდომისა და ისეთი ძლიერი გააზრება იმისა, რომ ეროვნული წარმატება შიდა რეფორმებზეა დამოკიდებული. საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტისას ვნახეთ, რომ ამ ორ ქვეყანას აქვს ეფექტური სამთავრობო ინსტიტუტების განვითარების სურვილი. კორუფციისა და არასტაბილურობის დაძლევის მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ, უკრაინას ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია. ქვეყნის ახალი რადა მკვეთრად განსხვავდება ძველისგან, ახალგაზრდა რეფორმატორები პარლამენტის გაძიერებასა და ადგილობრივი საჯარო სამსახურის, სასამართლო პროცედურების გაუმჯობესებაზე მუშაობენ.
საქართველოს პარლამენტმა, როგორც ყოფილი ელჩი რიჩარდ ნორლანდი აღნიშნავს, მნიშნელოვანი სარგებელი მიიღო „ორი დავითისგან“: პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძისგან, რომელიც ახლა ოპოზიციას უდგას სათავეში და "რესპუბლიკური პარტიის" დავით უსუფაშვილისგან, რომელიც 2012 წლის შემდეგ მმართველი კოალიციიდან სპიკერად აირჩიეს. მიუხედავად ლიდერების პარტიული სხვადასხვაობისა, დასავლეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლიერების სურვილი მათ გამაერთიანებელ ძალად რჩება" - ნათქვამია სტატიაში.

მასალის გამოყენების პირობები






