როგორც უწმინდესმა ბრძანა დღეს არის მშობლების დღესასწაული.
,,რატომღაც ამ დღეს მხოლოდ დედა ახსენდებათ ხოლმე, თუმცა, ეს არის მშობლების დღესასწაული. ამ დღეს განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ წარსულზე, დღევანდელ დღესა და მომავალზე. უნდა ვიფიქროთ სამშობლოზე, რადგან ,,როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა". სამშობლო არის ჩვენი პირველი მშობელი, დედაც და მამაც. ცდება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ სამშობლოს დიდი მნიშვნელობა არ აქვს", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა მშობლების დალოცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მრევლს უსურვა, რომ ღვთის და მშობელთა ლოცვა-კურთხევა იყოს თითოეულ ადამიანსა და საქართველოზე.
,,სანამ ცოცხალია თქვენი მშობლები, მიაგეთ პატივი, თაყვანი ეცით ყოველდღე, ემთხვიეთ ხელზე და სთხოვეთ დალოცვა და თქვენ ღვთისგან დალოცვილი იქნებით. ვისაც მშობელი გარდაცვლილი ჰყავს, უნდა გქონდეთ მათი სურათები, დრო და დრო გაუკეთოთ საკურთხი, ელაპარაკოთ როგორც ცოცხლებს და ისინი თქვენს საუბარს შეისმენენ", - ბრძანა უწმინდესმა.
მასალის გამოყენების პირობები






