"შეთითხნილი საქმე" და უარყოფილი მტკიცებულებები - პროკურორისა და პოლიციელის აუხსნელი ქმედებები
სამართალი - 13:18, 04 Aug, 2015     3648
ბენზინგასამართი სადგურის "რომპეტროლის" დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილის ადვოკატი, დავით ჯაფარიძე "ბიძაშვილებს" - პეტრე და გურამ სალუქვაძეებს-რომელთაგან პირველი პროკურორია, მეორე კი პოლიციელი - უდანაშაულო ადამიანის უკანონო პატიმრობაში ადანაშაულებს.

დღეს ოზურგეთის რაიონული სასამართლო (მოსამართლე-ზვიადაძე), „რომპეტროლის“ ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილის დავით ტაკიძის პატიმრობაში დატოვების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ „გურიის მოამბეს“ ტაკიძის ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ განუცხადა: “დავით ტაკიძე, არის მოჭიდავე, რომელიც არასდროს არაფერში არ შემჩნეულა, არც ნასამართლებია და არც ადმინისტრაციულსასჯელდადებული. არის პატიოსანი ოჯახიდან. როგორი სახლი აქვს იცით? ყველა ნაცნობი უპრობლემოდ შედის, იღებს ქურთუკს, ქუდს, ნებისმიერ ნივთს და მიაქვს. ერთ-ერთმა ასეთმა ნაცნობმა წაიღო ქუდი და დადო შემთხვევის ადგილზე. რეალურად, ვინც ჩაიდინა ყაჩაღობა, მისი სიმაღლე არის მეტრი და 65 სმ. საიდან გამოჩნდა ეს იცით?-„რომპეტროლის“ ბენზინ გასამართი სადგურის ოფისის შესასვლელზე აბრა არის გაკრული. ამოღებული ვიდეო მასალიდან ნათლად ჩანს, რომ ყაჩაღი არის აბრის ქვემოთ სიმაღლის. მე როცა დავდექი აბრასთან, ვარ ბევრად მაღალი, 1 მ. და 83 სმ. დავით ტაკიძე კი ჩემზე მაღალია. აქედან გამომდინარე, ტაკიძე ვერანაირად ვერ იქნება ყაჩაღი. მივმართე პროკურატურას ჩაეტარებინა ექსპერიმენტი-უარი მითხრეს. შემდეგ მივმართე სასჯელაღსრულების სამინისტროს, იქაც უარი მითხრეს. შემდეგ მივმართე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს, სტურუას, რათა ნება დაერთო პატიმრის ბადრაგირებაზე, რის გარეშეც ექსპერიმენტს ვერ ვატარებდი-იქედანაც უარი მივიღე. სტურუამ მითხრა, ეს სასამართლოს ნებართვას არ ითვალისწინებსო, რაც ტყუილია. კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებს სიმართლის დადგენას ადვოკატი, ის დახმარებისთვის მიმართავს სასამართლოს. გაოგნებული დავრჩი მე ასეთი პასუხებით. დარღვეულია კანონი, რადგან მტკიცებულებების მიღებაში, რასაც ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს, მე ხელი შემეშალა. ეს არის პირდაპირ მიმართული ხელშეშლა. ორივე ყაჩაღი ცნობილია, ისინი ქობულეთიდან არიან, ვიცი მე მათი ვინაობა, მაგრამ ვერ გავახმაურებ, გაიქცევიან. ფოტოებიც მაქვს მათი ამოღებული. დაკავებულის წინასწარიპატიმრობის ორთვიანი ვადა უკვე გავიდა, დღეს ოზურგეთის რაიონული სასამართლო (მოსამართლე ზვიადაძე) განიხილავს წინასასამართლო გადაწყვეტილებით - დატოვოს თუ არა პატიმრობაში დავით ტაკიძე. მე ვაყენებ საკითხს, 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ მის განთავისუფლებაზე. მინდა ვთქვა, რომ სანამ ტაკიძისათვის მოხდებოდა ბრალის წაყენება და დაპატიმრება, ისე ყველა გამოძახებაზე მიდიოდა, იყო დაკითხვებზე, მისცა დნმ - ის ნიმუში, ის დამალვას არც კი ცდილობს. მეტრ 65 სმ სიმაღლის ყაჩაღს ადარებენ მეტრ 84 სმ სიმაღლის კაცს“ - აცხადებს ადვოკატი.

ოჯახის ახლობლები ჩვენთან საუბარში ასახელებენ პოლიციელ გურამ სალუქვაძეს, მათი თქმით, შესაძლოა „ შეთითხნილ საქმეში“ ამ პოლიციელის პირადი ინტერესი იყოს. ადვოკატის ინფორმაციით, დავით ტაკიძე პოლიციამ, სწორედ გურამ სალუქვაძის პატაკის საფუძველზე დააკავა, პატაკში სალუქვაძე ირწმუნება, რომ ერთ-ერთი დამყაჩაღებელი სწორედ ტაკიძეა. დავით ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ პოლიციას დავით ტაკიძის სახელი და გვარი სალუქვაძემ და რეალურმა დამყაჩაღებლებმა ერთობლივად მიაწოდეს.

ცნობისათვის: ოზურგეთის რაიონული სასამართლო ამ რამდენიმე კვირის წინ კიდევ ერთ სკანდალურ საქმეს განიხილავდა, სადაც მოქალაქეები პოლიციას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ, თავის მხრივ კი პოლიცია მოქალაქეებს ხულიგნობაში. ამოღებული ვიდეოკადრებიდან ნათლად ჩანდა, თუ როგორ უსწორდებოდა ერთ -ერთი პოლიციელი შსს გურიის მთავარ სამმართველოში მიყვანილ მოქალაქეს. სასამართლომ მოქალაქეები გაამართლა. ამის შესახებ „გურიის მოამბე“ ბევრჯერ წერდა-„ბექა თავდიშვილის საქმე“ ამ საქმეშიც პოლიციელი გურამ სალუქვაძე ფიგურირებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში, როგორც ადვოკატი ხაზს უსვამს, ერთი საინტერესო დამთხვევაა, პროკურორი პოლიციელ გურამ სალუქვაძის ბიძაშვილი-პეტრე სალუქვაძეა. (ადვოკატმა ამ ეტაპზე ეტყობა არ იცის, რომ გურიაში გუბერნატორიც მათი ბიძაშვილი-გია სალუქვაძეა (რედ). ადვოკატის ინფორმაციით-ამოღებულ ქუდზე ჩატარებული დნმ ექსპერტიზით დამტკიცდა, რომ ქუდზე არა ეჭვმიტანილის, არამედ მისი ოჯახის სხვა წევრის დნმ აღმოჩნდა.


თეა იოსელიანი - გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42