რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი სამხედრო ტექნიკურ დახმარებას გაუწევს სირიისა და ერაყის მოქმედ მთავრობებს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამის შესახებ ლავროვმა ყატარში ვიზიტისას ისაუბრა.
„ჩვენ გავუწევთ სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას სირიის მთავრობას, რათა მათ ეს საფრთხე დასძლიონ. მხარდაჭერას ვთავაზობთ ერაყსაც“ - განაცხადა ლავროვმა.
რაც შეეხება ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას, სირიის ოპოზიციური ძალების მხარდასაჭერად სამხედრო ავიაციის გამოყენებაზე, რუსეთის პირველმა დიპლომატმა მას კონტრპროდუქტიული უწოდა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არღვევს საერთაშორისო სამართალს და ხელს უშლის ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ფრონტის შექმნას. ამჟამად ახლო აღმოსავლეთში მთავარ საფრთხეს ისლამური სახელმწიფო წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






