ხვალ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პრობლემებზე ისაუბრებენ
საზოგადოება - 22:57, 02 Mar, 2013     2603
სწორედ დედებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება რაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან ყოველდღიურად ხვდებათ შშმ ადამიანებს. დედის დღეს გამართული პრესკონფერენციით, შშმ ბავშვთა დედები შეახსენებენ საზოგადოებას და ხელისუფლებას, რომ უნდა ვიყოთ ტოლერანტულები და სოლიდარულები ჩვენს გარშემო მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამოქალაქეების მიმართ. საქართველოში, ოფიციალური სტატისტიკით, 150 00 ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეა, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით კი მინიმუმ ორჯერ მეტი. საზოგადოებაში შშმ პირთა მიმართ შეინიშნება მწვავე სტიგმატიზაცია და გაუცხოება. ჯერ კიდევ, არ არსებობს სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს შშმ ადამიანთა უფლებების დაცვას (მათ შორის არ არის რატიფიცირებული გაერო–ს კონვენცია შშმ ადამიანთა უფლებების შესახებ), რაც განაპირობებს ბევრ სხვა პრობლემას, როგორიცაა განათლების, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, დასაქმების ხელმისაწვდომობა. გარემო და ინფრასტრუქტურა არ არის ადაპტირებული საზოგადოებრივ ცხოვრებაში შშმ პირთა აქტიური და სრულფასოვანი მონაწილეობისათვის. საზოგადოებაში არსებობს „ინვალიდობასთან“ დაკავშირებული უამრავი სტერეოტიპი, რაც ერთის მხრივ არასწორ წარმოდგენას უყალიბებს საზოგადოებას, ხოლო მეორეს მხრივ თავად შშმ ადამიანთა იზოლაციას იწვევს. მედია საშუალებებს მხრიდან ხშირია დისკრიმინაციული გამონათქვამები, სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ბოლო წლების განმავლობაში, გაურკვეველ დუმილს ინარჩუნებენ. პრესკონფერენციას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები დაესწრებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42