„პოლიციელების მიერ იარაღის მანქანაში ჩადების ფაქტი არ დამინახავს“ - "კორტების საქმის" მთავარი მოწმე
სამართალი - 15:48, 03 Aug, 2015     2905

საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ერთ-ერთი გადარჩენილი ბონდო ბეთურიძე შემთხვევის დღეს იხსენებს. მისი თქმით, არც მას, არც ვაზაგაშვილს და არც ხუბულოვს მანქანაში იარაღი არ ჰქონიათ, შესაბამისად ის უარყოფს ფაქტს, რომ მათი მხრიდან პოლიციელების მხრიდან გასროლა განხორციელდა.

მოწმის ინფორმაციით, მან დაინახა როგორ უახლოვდებოდა ზურა ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს შავებში ჩაცმული პირი, რომელმაც 5-6-ჯერ გაისროლა

„ხუბულოვის ხმა არ გამიგია, ვაზაგაშვილმა კი მოასწრო თქმა, რა უნდათ, რას გვერჩიან, რატომ გვკლავენო“, - აღნიშნა ფუთურიძემ.

რაც შეეხება შემდგომ მოვლენებს, როგორც მოწმე იხსენებს სპეცოპრაციის დღეს დაიჭრა და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებდა. მისი თქმით, ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა იყო საჭირო. მოწმის თქმით, მანამ სანამ აღიარებითი ჩვენება არ მისცა, საავადმყოფოში არ გადაჰყავდათ და ოპერაციას არ უკეთებდნენ.

გთავაზობთ ფუთურიძის დაკითხვის ფრაგმენტს:

დაცვის მხარე: სროლების დაწყებამდე, ხომ არ გაგიგიათ ბრძანება ცეცხლის გასხნასთან დაკავშირებით?

მოწმე ბონდო ფუთურიძე: არა, არ გამიგია

დაცვის მხარე: ხომ არ გაგიგიათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საშკა ხუბულოვი იყო პოლიციის ინფორმატორი?

მოწმე ბონდო ფუთურიძე: არა, არ გამიგიგა

დაცვის მხარე: თქვენ აღნიშნეთ, რომ ოპერაციას აღიარებამდე არ გიკეთებდნენ, რომელიმე ექიმმა ხომ არ გითხრათ, თუ არ აღიარებთ ოპერაციას არ გაგიკეთებთო? ოპერაციის გაკეთების თაობაზე ეს თქვენი ვარაუდია, თუ ვინმემ გითხრათ?

მოწმე ბონდო ფუთურიძე: ჩემი ვარაუდია, ექიმი რა შუაშია, არავის არ უთქვამს

დაცვის მხარე: თქვენს წინ ხელოვნური სახობი ხომ არ შექმნილა?

მოწმე ბონდო ფუთურიძე: არა

დაცვის მხარე: გასროლებამდე, თქვენს წინ სპეცრაზმელები მოძრაობდნენ? მათ რაიმე ღონისძიება ხომ არ ჩაუტარებიათ?

მოწმე ბონდო ფუთურიძე: არა, არ დამინახავს

დაცვის მხარე: რამოდენიმე გასროლა, რაზეც თქვენ საუბრობთ როდის მოხდა, თქვენი მანქანიდან გადმოყვანამდე თუ გადმოყვანის შემდეგ? და ეს გასროლები ვინ ან რა მიმართულებით განახორციელა ხომ არ დაგინახავთ?

მოწმე ბონდო ფუთურიძე: არა, არ დამინახავს

დაცვის მხარე: წინა გამოძიებით დადგენილია, რომ ხუბულოვს და ვაზაგაშვილს იარაღი ჰქონდათ, გასაგებია, თქვენ აცხადებთ რომ იარაღი არ გქონიათ, თუმცა ხომ არ დაგინახავთ ვინმე პოლიციელს, შემთხვევის ადგილზე პარკებით იარაღები და მასრები მოეტანოს და მანქანაში ჩაეყაროს?

მოწმე ბონდო ფუთურიძე: არა, არ დამინახავს

დაცვის მხარე: თქვენ აღნიშნეთ, რომ მიდიოდით ხუბულოვის ნაცნობთან, ხომ არ გახსოვთ ვისთან და რა მიზეზით?

მოწმე ბონდო ფუთურიძე: არ ვიცი, მიზეზი არ მიკითხავს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42