მამაკაცმა ცოლი ოთახში ჩაკეტა და დანით დასერა - საზარელი ფაქტი ზუგდიდში
სამართალი - 15:09, 03 Aug, 2015     13768

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის წამების ფაქტზე ბრალდებული გოჩა მიქავა დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ გოჩა მიქავას სასჯელის სახედ და ზომად 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლოზე დადგენილ იქნა, რომ გოჩა მიქავა, ძლიერი ფიზიკური ტკივილის მიყენებით, მორალური და ფსიქიკური ზემოქმედების გზით ცდილობდა საკუთარი მეუღლისგან ხ.შ.-გან მიეღო ინფორმაცია ამ უკანასკნელის ღალატის შესახებ.

2015 წლის 17 მაისს, გოჩა მიქავამ მოტყუებით შეიყვანა ხ.შ. ოთახში, ჩაუკეტა კარები და აგრესიული ტონით, იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა მისგან ეღიარებინა საყვარელი მამაკაცების ვინაობა. მისთვის სასურველი ინფორმაციისა და აღიარების მიღების მიზნით, მიქავა მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და დანის ჩხვლეტითა და დანის დასმით მიაყენა მრავლობითი ჭრილობები - ყურის, ყვრიმალების, ტუჩის და ცხვირის, ნიკაპის, მხარის, მაჯის, თითების საფრჩხილე ფალანგის, ბარძაყის, მუხლის, წვივის მიდამოებში. ასევე, გოჩა მიქავამ ხ.შ.-ს ხელისა და ფეხის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა გულმკერდის, მაჯის, მხარის არეში. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა.

გოჩა მიქავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 111 1441 მუხლის პირველი ნაწილით. ამჟამად იგი მიმალვაში იმყოფება და მასზე გამოცხადებულია ძებნა“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42