როგორც გაირკვა, ამერიკელმა სტომატოლოგმა, უოლტერ ჯეიმს პალმერმა ლომის მოსაკლავად ზოოპარკის ადმინისტრაციას 50 ათასი ამერიკული დოლარი გადაუხადა.
ლომი, მეტსახელად სესილი, ისრით არის დაჭრილი, შემდეგ კი ტყვია აქვს ნასროლი.
13 წლის ლომი ზიმბაბვეს ხვანგის ტურისტული პარკის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა იყო.
ისევე, როგორც ბევრი აფრიკული ქვეყანა, ზიმბაბვეც არალეგალური ნადირობის წინააღმდეგია და ამით იშვიათი ჯიშის ცხოველებს იცავს.
ლომი დაჭრიდან დაახლოებით 40 საათი მონადირეებს გაურბოდა. თუმცა, საბოლოოდ მას მიაგნეს, თავი მოაჭრეს და გაატყავეს.
სესილის მკვლელობამ ცხოველთა უფლებადამცველებისა და სოცქსელების მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. პალმერის კლინიკასთან მოეწყო საპროტესტო აქციები. ნიუ-იორკის ემპაიარ სტეიტ ბილდინგი (Empire State Building) კი სესილის ფოტოთი გაანათეს.

თავად უოლტერ პალმერი აცხადებს, რომ არ იცოდა, ნაკრძალის ცხოველი რომ მოკლა. მისი თქმით, მან გადაიხადა ფული და აბსოლუტურად დარწმუნებლი იყო, რომ მას ლეგალურ ნადირობას მოუწყობდნენ. მისი ორივე თანამზრახველი დაკავებულია. კანონის თანახმად, პალმერს 10 წლამდე თვისუფლების აღკვეთა ელის.
მასალის გამოყენების პირობები






