თაღლითობის ფაქტზე ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
სამართალი - 13:26, 03 Aug, 2015     5261

აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქისთვის თაღლითურად თანხის გამოძალვის ფაქტზე დაკავებული იქნა შსს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ემზარ პაპიძე.

ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის ივლისის თვეში, ემზარ პაპიძე, სხვა საგამოძიებო დანაყოფის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ შორენა მამულაშვილს დაპირდა, რომ აუყვანდა ადვოკატს, რომელიც საქმეს მოაგვარებდა და მას არასაპატიმრო სასჯელი დაენიშნებოდა, რისთვისაც მოტყუებით 200 ლარი გამოართვა.

2015 წლის 22 ივლისს, შორენა მამულაშვილის მიმართ სახელმწიფოს ხარჯზე, სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის მონაწილეობით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც მას არასაპატიმრო სასჯელი დაენიშნა.

მიუხედავად იმისა, რომ ემზარ პაპიძეს დაპირებული არცერთი მოქმედება არ შეუსრულებია, იგი კვლავ დაუკავშირდა შორენა მამულაშვილს და მოატყუა, რომ არასაპატიმრო სასჯელის გამოტანა მისი დამსახურება იყო და საქმე პროკურორთან და მოსამართლესთან მან მოაგვარა და სისხლის სამართლის საქმის თითქოსდა საბოლოოდ დასასრულებლად შორენა მამულაშვილს დამატებით 100 ლარი გამოართვა.

ემზარ პაპიძე შორენა მამულაშვილისგან მოტყუებით ჯამში 300 ლარის ოდენობის თანხას დაეუფლა.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42