მთავარი პროკურატურის საპასუხო განცხადება უზენაესი სასამართლოს პრესცენტრისათვის
სამართალი - 20:46, 02 Mar, 2013     695

 

''დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრესცენტრის მიერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოსდა ადვოკატ ა. ალადაშვილის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი დოკუმენტები ეხება სხვა მოსამართლეს და არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს.

საზოგადოების დეზინფორმირების მცდელობის თავიდან აცილების მიზნით პროკურატურა საჭიროდ მიიჩნევს განასაჯაროოს გამოძიების ზოგიერთი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ ის, რომ ალეკო ალადაშვილის გარდა მოსამართლე ბესარიონ ალავიძის დიპლომთან დაკავშირებით სასამართლოში დავას აწარმოებდა მოქალაქე ფრიდონ მაისურაძეც, რომელიც ითხოვდა ბესარიონ ალავიძის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას იმ მოტივით, რომ მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს არ გააჩნდა უმაღლესი იურიდიული განათლება. უზენაესმა სასამართლომ ეს საჩივარი არ დააკმაყოფილა და განაცხადა რომ ეს გარემოება არ წარმოადგენდა მოსამართლის აცილების საფუძველს. შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლებისათვის ალექსანდრე ალადაშვილის მიერ პროკურატურისათვის საჩივრით მომართვამდეც ცნობილი უნდა ყოფილიყო იმ გარემოების შესახებ, რომ ბესარიონ ალავიძეს არ გააჩნდა უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ალექსანდრე ალადაშვილის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიებით უკვე დადგენილია, რომ მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს გააჩნია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი"-ს დამთავრების დამადასტურებელი საბუთიი, რაც არ წარმოადგენს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით სრულად ვაქვეყნებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013 წლის 28 თებერვლის წერილს, რომელიც გამოთხოვილი იქნა გამოძიების მიერ.''

newsnews





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42