ჯართის ბიზნესში მოქმედი საწარმოების დანაშაულებრივი სქემა გამოვლინდა
სამართალი - 11:24, 03 Aug, 2015     2733

საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა ჯართის ბიზნესში მოქმედი საწარმოების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა და სახელმწიფოს მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე აღნიშნული დანაშაულის ორგანიზატორი - ირინე ხინკილაძე დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ შპს ,,IBERIASTEEL”-ის დირექტორი და დამფუძნებელი ირინე ხინკილაძე სხვადასხვა პირების სახელზე არეგისტრირებდა ფიქტიურ ორგანიზაციებს და ამ ორგანიზაციების სახელით ახდენდა თავის საწარმოზე ყალბი საგადასახადო დოკუმეტების გამოწერას, თითქოს ამ საწარმოებისგან შეიძინა შავი ლითონი. აღნიშნული სქემით შპს ,,IBERIASTEEL”-მა მიიღო დღგ-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი ჩათვლები, ხოლო ფიქტიურად შექმნილი საწარმოს დირექტორები ხინკილაძესთან წინასწარი შეთანხმებით განზრახ არ იხდიდნენ დღგ-ს დავალიანებას. ამ ეტაპზე გამოვლენილია სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი - 550 446 ლარის ოდენობით.

ი. ხინკილაძესთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-იდან 7 წლამდე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42